ხუთშაბათი, აგვისტო 05, 2021
   
Text Size

სახალხო დიპლომატიის სემინარი ნატოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის

სახალხო დიპლომატიის სემინარი ნატოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის 2011 წლის 13-14 დეკემბერს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გაიმართა ნატოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის სემინარი სახალხო დიპლომატიის თემაზე. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, უკრაინის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მაკედონიის, მონტენეგროს, ფინეთის და სერბიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

   

თბილისის მერი გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის პრეზენტაციაზე

თბილისის მერი გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის პრეზენტაციაზე22 ნოემბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა ხელოვნების სკოლების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" გააცნეს.  აღნიშნული წიგნი  14-18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და  მიზანად ისახავს მოზარდების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.

   

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები"

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" 17 ოქტომბერს ქ. თბილისის 157-ე სკოლაში  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე.

   

რიგის კონფერენცია

რიგის კონფერენცია

2011 წლის 16-17 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში რიგით მე-6 ევროპის უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დიდ მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიოს პოლიტიკური, საქმიანი და სამეცნიერო, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს  უსაფრთხოების, თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე დისკუსისათვის.

   

კრინიცის 21-ე ეკონომიკური ფორუმი

კრინიცის 21-ე ეკონომიკური ფორუმი 2011 წლის 7-9 სექტემბერს  პოლონეთის ქალაქ კრინიცაში გაიმართა რიგით 21-ე ეკონომიკური ფორუმი. ფორუმის მიზანია ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.

   

საჯარო დისკუსია თემაზე - "საქართველო 2013 წელს – რეალობა, რეფორმები და მოლოდინი".

საჯარო დისკუსია თემაზე - "საქართველო 2013 წელს – რეალობა, რეფორმები და მოლოდინი".2011 წლის 3 ივნისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში საქართველოსადმი მიძღვნილი საჯარო დისკუსია ჩატარდა თემაზე - "საქართველო 2013 წელს – რეალობა, რეფორმები და მოლოდინი". დისკუსიის ფარგლებში გაიმართა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის „რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოს მიმართ (2008 წლის ომისშემდგომი პერიოდი)" პრეზენტაცია.

   

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსის" პარტნიორია

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსის" პარტნიორია2011 წლის 5 ივნისს  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს თენგიზ ფხალაძესა და  და  "ბალტიისა და შავი ზღვის ალიანსის" თავმჯდომარეს რიჩარდ ბერაგს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის თანახმადაც გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ოფიცილურად გახდა ალიანსის პარტნიორი ორგანიზაცია.

   

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის პრეზენტაცია გაიმართაილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში "ახალგაზრდული ცენტრის" ინიციატივით გაიმართა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის "Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში (2008 წლის აგვისტოს ომისშემდგომი პერიოდი) პრეზენტაცია.

   

სამხრეთ კავკასიის ექსპერტების ვიზიტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში

სამხრეთ კავკასიის  ექსპერტების ვიზიტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში2010 წლის 25-26 ნომბერს ბრიუსელში გაიმართა სამხრეთ კავკასიის  ექსპერტების ვიზიტი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შტაბ-ბინაში. შეხვედრების ძირითადი თემატიკა იყო ლისაბონის სამიტის შედეგები, ასევე ნატო-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივები. ქართული დელეგაციის წევრებს შორის იმყოფებოდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე.

   

კიევის უსაფრთხოების ფორუმი

კიევის უსაფრთხოების ფორუმი2010 წლის 11-12 ნოემბერს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა რიგით მე-4 უსაფრთხოების ფორუმი. ფორუმი ორგანიზებული იყო ფონდ „ღია უკრაინის“ ინიციატივით. ფორუმზე განხილულ იქნა შავი ზღვის რეგიონისა და საერთო ევროპული უსაფრთხოებს ძირითადი პრობლემები.

გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრს ფორუმზე წარმოადგენდა თენგიზ ფხალაზე, რომელიც სიტყვით გამოვიდა სესიაზე :  შავი ზღვის გეოპოლიტიკა - დილემა და პერსპექტივები.

 

 

 

კიევი :: უსაფრთხოების ფორუმი კიევი :: უსაფრთხოების ფორუმი 
   

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეხვედრა უკრაინაში

არასამთავრობო ორგანიზაციათა შეხვედრა უკრაინაში19-23 ოქტომბერს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლები უკრაინის დედაქალაქ კიევს სტუმრობდნენ. ვიზიტი გაცნობითი ხასიათის იყო და მის მიზანს წარმოადგენდა უკრაინაში იმ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან შეხვედრა, რომლებიც აქტიურად მუშაობენ უკრაინის ევროკავშირში ინტეგრაციის ხელშეწყობის მიმართულებით.

   

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე2010 წლის 1 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას.

   

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე

სტუდენტები საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე2010 წლის 30 სექტემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვას.

   

პროექტი - „სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“.

პროექტი - „სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით“.2010 წლის 24 სექტემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე "საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" პრინციპების დონეზე კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვას. ონისძიება განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით" ფარგლებში.

პროექტის პარტნიორები:

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი;
  • საქართველოს ახალგაზრდა მეცნიერთა საზოგადოება.
   

რიგის კონფერენცია, 10-11 სექტემბერი 2010 წელი

რიგის კონფერენცია, 10-11 სექტემბერი 2010 წელი2010 წლის 10-11 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქმა რიგამ უმასპინძლა ჩრდილოეთ ევროპის უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ ფორუმს - რიგის კონფერენციას. კონფერენციის უდიდეს მნიშვნელობას ისიც მოწმობს, რომ იგი აერთიანებს მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ და ცნობილ პოლიტიკურ და საზოგადო   მოღვაწეებს, ჟურნალისტებს, პოლიტოლოგებს, ექსპერტებს და წარმოადგენს მიმდინარე ტრანსატლანტიკური დღის წესრიგის ფარგლებში ინტელექტუალური ინფორმაციის გაცვლის ფართო ასპარეზს.

   

კრინიცის მე-20 ეკონომიკური ფორუმი

კრინიცის მე-20 ეკონომიკური ფორუმი2010 წლის 8-11 სექტემბერს პოლონეთის სამხრეთით მდებარე საკურორტო ქალაქ კრინიცაში ჩატარდა რიგით მე-20 საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი, რომელმაც წლების განმავლობაში უკვე  მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ფორუმის მასპინძლები სულ უფრო და უფრო ხშირად ეძახიან ამ ღონისძიებას "პოლონეთის დავოსს".

   

სტუდენტური კონფერენცია

სტუდენტური კონფერენცია2010 წლის 30 ივნისს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე "2010 წლის საქართველოს ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები". ასევე პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" შედეგების შეჯამება.

   

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან2010 წლის 7 ივნისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ცესკოს ადმინისტრაციის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები".

   

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან

არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლების შეხვედრა სტუდენტებთან2010 წლის 4 ივნისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები".

   

შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატებთან

შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატებთან2010 წლის 24 მაისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით სასტუმრო "შერატონ - მეტეხი პალასში" გაიმართა სტუდენტების შეხვედრა თბილისის მერობის კანდიდატებთან. შეხვედრა განხორციელდა პროექტის "სტუდენტთა ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში.

   

ადგილობრივი არჩევნები და მისი თავისებურებები ლატვიაში

2010 წლის 10 მაისს, ადგილობრივი არჩევნებთან დაკავშირებით, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში უნივერსიტეტის სტუდენტებთან პრეზენტაცია წარმოადგინა ლატვიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ლექტორმა ანტონს პეტროვსკისმა.

   

არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში

არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში2010 წლის 5 მაისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ვილნიუსის უნივერსიტეტის ლექტორის, ლიტვის ევროპული ინტეგრაციის კვლევების ცენტრის დირექტორის ნერიუს მალიუკიევიჩუსის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "არჩევნები და მისი თავისებურებები ლიტვაში".

   

არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში

არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში2010 წლის 29 აპრილს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისოცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კიევ-მოგილიევოს აკადემიის პოლიტიკური ანალიზის სკოლის დირექტორის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის (აშშ) რუსეთის პოლიტიკის ახალი გამოწვევების პროგრამის წევრის ოლექსი ჰარანის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: „არჩევნები და მისი თავისებურებები უკრაინაში".

   

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და მოახლოებული თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები

საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და მოახლოებული თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები2010 წლის 30 მარტს თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა თბილისში NDI-ის ოფისში საარჩევნო კოდექსზე მომუშავე ჯგუფის წევრების შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და მოახლოებული თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები".

   

გვერდი 5, სულ 6

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form