პარასკევი, აპრილი 19, 2024
   
Text Size

პროექტი: „NATO - ს წარმატების ისტორია“. 2019

პროექტი: NATO - ს წარმატების ისტორია. 2019.

გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა დაიწყო ახალი შეხვედრების ციკლი პროექტის "NATO - ს წარმატების ისტორია" ფარგლებში. სტუდენტების პირველი შეხვედრა ჩატარდა NATO - ს სამეკავშრეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში როზარია პუგლისთან. დისკუსიის დროს სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს  NATO - ს მისიასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე, NATO - საქართველოს თანამშრომლობაზე თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

   

ატლანტიკა - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი 2019

ატლანტიკა - შავი ზღვის უსაფრთხოების ფორუმი 2019

21 მარტს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, თენგიზ ფხალაძემ  მონაწილეობა მიიღო ბუქარესტში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით Atlantic – Black Sea Security Forum 2019.

   

უკრაინის საგარეო პოლიტიკა NATO-სა და ევროკავშირის მიღმა

Hard talk: Ukraines foreign policy beyond EU and NATO

2019 წლის 25 იანვარს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის უფროსმა მკვლევარმა თენგიზ ფხალაძემ მონაწილოება მიიღო საერთაშორისო კონფერენციაში : „Hard talk: Ukraine’s foreign policy beyond EU and NATO”, რომელიც ჩატარადა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენადი უდოვენკოს სახელობის დიპლომატიურ აკადემიაში, კიევში.

   

პროექტი: "NATO -ს წარმატებული ისტორია" - პროექტის ყველაზე აქტიური მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

პროექტი: NATO -ს წარმატებული ისტორია - პროექტის ყველაზე აქტიური მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში

2018 წლის 24 დეკემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში გაიმართა ICGS-ის პროექტის: "NATO -ს წარმატებული ისტორია" გორის მუნიციპალიტეტის ყველაზე აქტიური მონაწილეების დაჯილდოების ცერემონია.

   

სტუდენტების დაჯილდოება საბაუნიში

სტუდენტების დაჯილდოება საბაუნიში

20 დეკემბერს პროექტის "NATO Success Story" ის ყველაზე აქტიურ მონაწილეებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

   

ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან . გადაცემა ახალი დღე. საზოგადოებრივი მაუწყებელი

ინტერვიუ გიორგი კეკელიძესთან . გადაცემა ახალი დღე. საზოგადოებრივი მაუწყებელი

სტუმრად გიორგი კეკელიძესთან ICGS - ის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი და უნა სიგვასდოთირი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენელი. მათ ისაუბრეს საქართველოს საზოგადოების წარმომადგენელთა ვიზიტის შესახებ NATO-ს შტაბბინასა და ევროკომისიაში.

სრული ჩანაწერი იხილეთ:

   

დისკუსია ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში ირი პრეცლიკთან და ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან

დისკუსია ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან საქართველოში ირი პრეცლიკთან და ექსპერტ თენგიზ ფხალაძესთან

2018 წლის 7 დეკემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია საქართველოში ჩეხეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან ირი პრეცლიკთან და GIPA-ს ლექტორთან, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანთან 2014-2018 წწ., თენგიზ ფხალაძესთან.

ირი პრეცლიკთან დისკუსიის თემები იყო: რატომ გაწევრიანდა ჩეხეთი ალიანსში; როგორი გეოპოლიტიკური გარემო იყო ჩეხეთის ინტეგრაციის პერიოდში; გატარებული რეფორმები და გამოწვევები ტრანსფორმაციის გზაზე; რამდენად წარმატებული გამოდგა ინტეგრაცია, რამდენად დაცულად გრძნობს თავს დღეს ჩეხეთის მოსახლეობა არსებული საფრთხეების მიმართ; რას ნიშნავს, იყო მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი ალიანსის სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორია პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში.

   

ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში NATO-ს შტაბბინასა და  ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებში

ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში NATO-ს შტაბბინასა და  ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებში

2018 წლის 29-30 ნოემბერს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში NATO- სა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებში.

საქართველოდან საზოგადოების წარმომადგენელთა  ჯგუფი სპეციალური მიწვევით ბრიუსელში - NATO -ს შტაბ-ბინასა და ევროკომისიში მყოფებოდა. ჯგუფს შეხვდნენ NATO -ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი და სახალხო დიპლომატიის საკითხებში NATO -ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე თაჯან ილდემი, NATO-ში აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთისა და ბულგარეთის დელეგაციების წარმომადგენლები.

   

დისკუსია საქართველოში ბულგარეთის ელჩთან დესისლავა ივანოვასთან და სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორთან არინა თავაქარაშვილთან

დისკუსია საქართველოში ბულგარეთის ელჩთან დესისლავა ივანოვასთან და სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორთან არინა თავაქარაშვილთან

2018 წლის 22 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია ბულგარეთის ელჩთან საქართველოში დესისლავა ივანოვასთან და სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტის ლექტორთან არინა თავაქარაშვილთან.

   

დისკუსია საქართველოში ლიეტუვას ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან და ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორთან პაატა შეშელიძესთან

დისკუსია საქართველოში ლიეტუვას ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან და ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორთან პაატა შეშელიძესთან

2018 წლის 16 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევევბის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ჩატარდა დისკუსია საქართველოში ლიეტუვას ელჩთან გიედროუს პოიუნასთან და ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორთან პაატა შეშელიძესთან.

   

თავდაცვის კოდექსის განხილვა

თავდაცვის კოდექსის განხილვა

ნატო ბაჩიაშვილმა თავდაცვის კოდექსის განხილვაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც 8 ნოემბერს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ნუკრი გელაშვილმა წარმოადგინა არასამთავრობო ორგანიზაციების და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან თავდაცვის ინსტიტუციური აღშენებლობის სკოლაში (DIBS).

   

პროექტი: NATO - ს წარმატების ისტორია

პროექტი: NATO - ს წარმატების ისტორია

დისკუსია NATO- ს მეკავშრე ოფიცერთან საქართველოში გინტარას ბაგდონასთან, საქართველოს გენერალური შტაბის, J5 - პოლიტიკისა და დაგეგმვისა დეპარტამენტის უფროსთან მამუკა შიუკაშვილთან და სულხან საბას უნივერსიტეტის პროფესორ არინა თავაქარაშვილთან.

2018 წლის 25 ოქტომბერს NATO-ს სამეკავშირეო ოფისში თბილისში გაიმართა შეხვედრა NATO- ს მეკავშრე ოფიცერთან საქართველოში გინტარას ბაგდონასთან, საქართველოს გენერალური შტაბის, J5 - პოლიტიკისა და დაგეგმვისა დეპარტამენტის უფროსთან მამუკა შიუკაშვილთან და სულხან საბას უნივერსიტეტის პროფესორ არინა თავაქარაშვილთან.

   

პროექტი: NATO - ს წარმატების ისტორია. დისკუსია საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარია პუგლისთან

პროექტი: NATO - ს წარმატების ისტორია. დისკუსია საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან როზარია პუგლისთან

2018 წლის 10 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი: "NATO - ს წარმატების ისტორია"- NATO - ს წარმატებული ტრანსფორმაციის ისტორია: ქვეყნები ალიასში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ, უსაფრთოების გარანტიები და ვალდებულებები ალიანსის მიმართ.

   

10 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან. გამოფენა ესტონეთის "ომის მუზეუმში"

10 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან. გამოფენა ესტონეთის ომის მუზეუმში

2018 წლის 8 აგვისტოს  "მეგობრობის ხიდი ქართლოსის" და "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის"  მიერ მომზადებული 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის  ამსახველი ბანერები ესტონეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით "ესტონეთის ომის მუზეუმში" გამოიფინა.  ღონისძიება სპეციალურად მიეძღვნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს.

ღონისძიებაზე  სიტყვით გამოვიდა საქართველოს ელჩი თეა ახვლედიანი, რომელმაც ისაუბრა 10 წლის წინ საქართველოს მიმართ რუსეთის მიერ განხორციელებულ სამხედრო აგრესიაზე და მის შედეგებზე, ოკუპირებული ტერიტორიების და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტების შესახებ.

   

10 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან

10 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან

2018 წლის 7-8 აგვისტოს "მეგობრობის ხიდი ქართლოსის" და "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა" მიერ მომზადებული 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის  ამსახველი ბანერები საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს საელჩობის მიერ  მომზადებულ ღონისძიებებზე გამოიფინა. ღონისძიებები სპეციალურად მიეძღვნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს.

უცხო ქვეყნებში აკრედიტებულმა საქართველოს მისიის ხელმძღვანელებმა  ღონისძიებებზე დამსწრე სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის, ოკუპირებული ტერიტორიების და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტების შესახებ.

   

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-4 სამუშაო ჯგუფის წევრების ყოველწლიური შეკრება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-4 სამუშაო ჯგუფის წევრების ყოველწლიური შეკრება

2018 წლის 3-4 ივლისს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-4 სამუშაო ჯგუფის წევრთა ყოველწლიურ შეკრებაზე, ბრიუსელში. ორდღიან შეკრებაზე განხილული იქნა ფორუმის შიდა რეფორმები, ჯგუფის ყოველწლიური გეგმის მნიშვნელოვანი საკითხები, კომუნიკაციის სტრატეგია და მიმდინარე პროექტები.

   

სახელმძღვანელო "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის"

სახელმძღვანელო

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის" გამოსცა.

სახელმძღვანელო მოიცავს თავდაცვის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ბაზას, საქმიანობის თავისებურებებს, ეტიკეტისა და საქმიანი მიმოწერის სპეციფიკას.

   

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი

ნატო ბაჩიაშვილი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე  სემინარს დაესწრო.

   

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმში

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმში

2018 წლის 13 აპრილს  უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა. მან საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და რუსული აგრესიის შესახებ დოკუმენტურ მასალას გაეცნო.

   

ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა

Director, ENDC/Estonian National Defence Course and director of Estonian War Museum visited  Museum of Occupation in Gori

2018 წლის 28 მარტს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა.

იოჰანეს დოურმამ საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და რუსული აგრესიის შესახებ დოკუმენტურ მასალას გაეცნო. დღესვე ოკუპაციის მუზეუმში მან 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფილმი ნახა, სადაც გორის ცენტრში კასეტური ბომბის ჩამოვარდნის პერიოდიცაა ნაჩვენები. სწორედ ამ დროს მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად დაიღუპა ჰოლანდიელი ოპერატორი სტანს ტორიმანსი.

   

გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კურსის ხელმძღვანელი და ესტონეთის ომის მუზეუმის დირექტორი ესტუმრნენ

გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კურსის ხელმძღვანელი და ესტონეთის ომის მუზეუმის დირექტორი ესტუმრნენ

2018 წლის 27 მარტს გორის ოკუპაციის მუზეუმს და ერგნეთის ომის მუზეუმს ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კურსის ხელმძღვანელი მადის მიკო და ესტონეთის ომის მუზეუმის დირექტორი ჰელარ ლილი ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს მუზეუმებში გამოფენილი ბანერები და ექსპონატები.

   

სლოვაკეთის ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმში

სლოვაკეთის ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმში

2018 წლის 22 მარტს  გორის ოკუპაციის მუზეუმს სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა ესტუმრა. მას მასპინძლობა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა და ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი ქართლოსი"ს ხელმძღვანელმა მეგი ბიბილურმა გაუწიეს. შეხვედრა ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი - კახა სამხარაძე,, ქალაქ გორის მერი - კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

   

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ოკუპაციის მუზეუმში

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ოკუპაციის მუზეუმში

2018 წლის 2 მარტს გორის ოკუპაციის მუზეუმს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. მათ დაათვალერეს მუზეუმში გამოფენილი 2008 წლის რუსეთის აგრესიის ამსახველი ბანერები. საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია: "რუსეთის საგარეო პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების მიმართ".

   

ოკუპაციის მუზეუმის გახსნა გორში

ოკუპაციის მუზეუმის გახსნა გორში

ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო გორში ოკუპაციის მუზეუმის გახსნაში.

ოკუპაციის მუზეუმი 2018 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, გორის უნივერსიტეტში გახსნა. პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.

   

გვერდი 2, სულ 7

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form