პარასკევი, აპრილი 19, 2024
   
Text Size

10 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან

10 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან

2018 წლის 7-8 აგვისტოს "მეგობრობის ხიდი ქართლოსის" და "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა" მიერ მომზადებული 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის  ამსახველი ბანერები საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს საელჩობის მიერ  მომზადებულ ღონისძიებებზე გამოიფინა. ღონისძიებები სპეციალურად მიეძღვნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს.

უცხო ქვეყნებში აკრედიტებულმა საქართველოს მისიის ხელმძღვანელებმა  ღონისძიებებზე დამსწრე სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის, ოკუპირებული ტერიტორიების და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტების შესახებ.

   

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-4 სამუშაო ჯგუფის წევრების ყოველწლიური შეკრება

აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-4 სამუშაო ჯგუფის წევრების ყოველწლიური შეკრება

2018 წლის 3-4 ივლისს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-4 სამუშაო ჯგუფის წევრთა ყოველწლიურ შეკრებაზე, ბრიუსელში. ორდღიან შეკრებაზე განხილული იქნა ფორუმის შიდა რეფორმები, ჯგუფის ყოველწლიური გეგმის მნიშვნელოვანი საკითხები, კომუნიკაციის სტრატეგია და მიმდინარე პროექტები.

   

სახელმძღვანელო "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის"

სახელმძღვანელო

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის" გამოსცა.

სახელმძღვანელო მოიცავს თავდაცვის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ბაზას, საქმიანობის თავისებურებებს, ეტიკეტისა და საქმიანი მიმოწერის სპეციფიკას.

   

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი

NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის 97-ე სემინარი

ნატო ბაჩიაშვილი NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 97-ე  სემინარს დაესწრო.

   

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმში

უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმში

2018 წლის 13 აპრილს  უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა. მან საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და რუსული აგრესიის შესახებ დოკუმენტურ მასალას გაეცნო.

   

ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა

Director, ENDC/Estonian National Defence Course and director of Estonian War Museum visited  Museum of Occupation in Gori

2018 წლის 28 მარტს ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტუმრა.

იოჰანეს დოურმამ საგამოფენო სივრცე დაათვალიერა და რუსული აგრესიის შესახებ დოკუმენტურ მასალას გაეცნო. დღესვე ოკუპაციის მუზეუმში მან 2008 წლის აგვისტოს ომის ამსახველი ფილმი ნახა, სადაც გორის ცენტრში კასეტური ბომბის ჩამოვარდნის პერიოდიცაა ნაჩვენები. სწორედ ამ დროს მშვიდობიან მოსახლეობასთან ერთად დაიღუპა ჰოლანდიელი ოპერატორი სტანს ტორიმანსი.

   

გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კურსის ხელმძღვანელი და ესტონეთის ომის მუზეუმის დირექტორი ესტუმრნენ

გორის ოკუპაციის მუზეუმს ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კურსის ხელმძღვანელი და ესტონეთის ომის მუზეუმის დირექტორი ესტუმრნენ

2018 წლის 27 მარტს გორის ოკუპაციის მუზეუმს და ერგნეთის ომის მუზეუმს ესტონეთის ეროვნული თავდაცვის კურსის ხელმძღვანელი მადის მიკო და ესტონეთის ომის მუზეუმის დირექტორი ჰელარ ლილი ესტუმრნენ. მათ დაათვალიერეს მუზეუმებში გამოფენილი ბანერები და ექსპონატები.

   

სლოვაკეთის ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმში

სლოვაკეთის ელჩი გორის ოკუპაციის მუზეუმში

2018 წლის 22 მარტს  გორის ოკუპაციის მუზეუმს სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა ესტუმრა. მას მასპინძლობა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა და ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი ქართლოსი"ს ხელმძღვანელმა მეგი ბიბილურმა გაუწიეს. შეხვედრა ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი - კახა სამხარაძე,, ქალაქ გორის მერი - კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.

   

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ოკუპაციის მუზეუმში

საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტები ოკუპაციის მუზეუმში

2018 წლის 2 მარტს გორის ოკუპაციის მუზეუმს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. მათ დაათვალერეს მუზეუმში გამოფენილი 2008 წლის რუსეთის აგრესიის ამსახველი ბანერები. საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია: "რუსეთის საგარეო პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების მიმართ".

   

ოკუპაციის მუზეუმის გახსნა გორში

ოკუპაციის მუზეუმის გახსნა გორში

ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო გორში ოკუპაციის მუზეუმის გახსნაში.

ოკუპაციის მუზეუმი 2018 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, გორის უნივერსიტეტში გახსნა. პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.

   

NATO-ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის

NATO-ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის

2017 წლის 30 გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე "NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის". დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა ტომას პერნიცკი, ჩეხეთის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში. დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.

   

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

29.11.2017

ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში უილიამ ლაჰიუსთან. შეხვედრის დროს განხილული იყო ალიანსის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, პარტნიორობა ორგანიზაციის შიგნით და პარტნიორ ქვეყნებთან; NATO საქართველოს ურთიერთობები და ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები.

   

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა ნატო-ს შესახებ. 2017 წლის 22 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია რუმინეთის ელჩთან საქართველოში რადუ ჰორუმბასთან. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.

   

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

2017 წლის 15 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO -ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია საფრანგეთის ელჩთან საქართველოში ბატონ პასკალ მენიესთან. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.

   

დისკუსია: საქართველო-საკონსტიტუციო რეფორმები და სამოქალაქო საზოგადოების წვლილი

დისკუსია: საქართველო-საკონსტიტუციო რეფორმები და სამოქალაქო საზოგადოების წვლილი

2017 წლის 25-27 ოქტომბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების ყოველწლიური ასამბლეა გაიმართა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილობა მიიღო ასამბლეის ფარგლებში გაიმართულდისკუსიაში: საქართველო-საკონსტიტუციო რეფორმები და სამოქალაქო საზოგადოების წვლილი. დისკუსიის ძირითად თემები იყო: როგორ აღიქმება სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მიერ საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი ცვლილებები? როგორია დასკვნები პოლიტიკური ძალებისათვის? რა წვლილი მიუძღვის სამოქლაქო საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებასა და განხილვებში? რა როლი მიუძღვის ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიას ამ პროცესებში და მათი შეხედულებები მიმდინარე ცვლილებებზე?

   

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

2017 წლის 18 ოქტომბერს დისკუსია შედგა ლიტვის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში გიედრიუს პოიუნასთან NATO-ს სამეკავშირეო ოფისში. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.

   

ნატო ბაჩიაშვილმა პროექტში "არა ოკუპაციას" მიიღო მონაწილეობა

ნატო ბაჩიაშვილმა პროექტში

ნატო ბაჩიაშვილმა პროექტში "არა ოკუპაციას" მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაიმართა კასპში, საბჭოთა პოლიტიკური  რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმში. პროექტის მიზანია გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია: მეგობრობის ხიდი "ქართლოსი".

   

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

დისკუსიები NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებთან

2017 წლის 9 ოქტომბერს გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე "ნატო ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის". დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა რუდოლფ მიხალკა სლოვაკეთის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში. დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.

   

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი

ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი

2017 წლის 4-7 ივლისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორიოს ცენტრი თავმჯდომარემ, ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში, რომელიც გაიმართა კაჭრეთში სასტუმრო "ამბასადორში".

კურსის მიმდინარეობისას გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე;  შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ენერგეტიკულ და საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებზე. მიმოხილულ იქნა საქართველოს წინაშე არსებული არაკონვენციური გამოწვევები, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ფარგლებში განხორციელდა მონაწილეთა მიერ კრიზისული სიტუაციის სიმულაციური განხილვა.

   

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეორე შეხვედრა

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეორე შეხვედრა2017 წლის 17 თებერვალს ბრიუსელში, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეორე შეხვედრა.

საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა აერთიანებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს და საშუალებას აძლევს საქართველოსა თუ ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს მონიტორინგი გაუწიონ შეთანხმების განხორციელებას და საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის შეიმუშაონ რეკომენდაციები.

   

შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან

შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან2016 წლის 9 დეკემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.

   

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან ტომას პერნიცკისთან

შეხვედრა ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან ტომას პერნიცკისთან

2016 წლის 28 ნოემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან ტომაშ პერვიცკისთან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.

   

ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ

ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ2016 წლის 28 ნოემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლატვიის ელჩთან იანის ზლამეტსთან.

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.

   

ევროინტეგრაცის გამოწვევები და პერსპექტივები

ევროინტეგრაცის გამოწვევები და პერსპექტივები

2017 წლის 9 მაისს ნატო ბაჩიაშვილმა გორში ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარებულ დისკუსიაში: "ევროინტეგრაცის გამოწვევები და პერსპექტივები" მიიღო მონაწილოება.

   

გვერდი 3, სულ 7

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form