2017 წლის 4-7 ივლისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორიოს ცენტრი თავმჯდომარემ, ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში, რომელიც გაიმართა კაჭრეთში სასტუმრო "ამბასადორში".
კურსის მიმდინარეობისას გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე; შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ენერგეტიკულ და საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებზე. მიმოხილულ იქნა საქართველოს წინაშე არსებული არაკონვენციური გამოწვევები, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ფარგლებში განხორციელდა მონაწილეთა მიერ კრიზისული სიტუაციის სიმულაციური განხილვა.
კურსის ფარგლებში მოხსენებით გამოვიდნენ და დისკუსიაში მონაწილეობდნენ საქართველოს თავდაცვის მინიტრი ლევან იზორია, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ირაკლი შოტაძე, საქართველო ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის და მთავრობის წევრები, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები.
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ადაპტირებული კურსების მსგავსად ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით საქართველოში მეექვსედ ტარდება. კურსი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშნებელობის (DIB) სკოლის ორგანიზებითა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის (PDP) მხარდაჭერით ტარდება.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)