სამშაბათი, აპრილი 16, 2024
   
Text Size

სტუდენტური კონფერენცია

სტუდენტური კონფერენცია2010 წლის 30 ივნისს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში გაიმართა სტუდენტური კონფერენცია თემაზე "2010 წლის საქართველოს ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები". ასევე პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" შედეგების შეჯამება.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის ტექნიკური უნივერსიტეტის და კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაშრომები, შეფასებები 2010 წლის ადგილობრივი არჩევნების შესახებ.

ის მონაწილეეები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ პროექტით დაგეგმილ ღონისძიებებში და წარმოადგინეს საუკეთესო ნამუშევრები, დაჯილდოვდნენ სპეციალური სერტიფიკატებით. სერტიფიკატები გადაეცათ:

  • ნინო ფარსადანიშვილს (თსუ);
  • დავით ნამთალაშვილს (თსუ);
  • თათია კოპალეიშვილს (თსუ);
  • დემეტრე ეგნატაშვილს (თსუ);
  • გვანცა ბოჟაძეს (ტექნიკური უნივერსიტეტი);

სერტიფიკატები გადასცეს თსუ-ს რექტორმა გიორგი ხუბუამ და პროექტის დირექტორმა ნატო ბაჩიაშვილმა.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი :: სტუდენტური კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი :: სტუდენტური კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი :: სტუდენტური კონფერენცია 

შეხვედრის ბოლოს მოხდა პროექტის "სტუდენტების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" შედეგების შეჯამება, პროექტის ფარგლებში ჩატარებული ღონისძიებების განხილვა და შეფასება. პროექტის კოორდინატორისა და სტუდენტების შეფასების შემდეგ, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი ხუბუამ, რომელმაც აღნიშნა, რომ "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრსა" და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის საინტერესო თანამშრომლობის ფორმა გამოიძებნა, რომ ამ კონკრეტულმა პროექტმა დიდი მნიშვნელობა ითამაშა სტუდენტთა სამოქალაქო თვითშეგნებისა და პოლიტიკური კულტურის ამაღლებაში. უნივერსიტეტის რექტორმა აღნიშნა რომ მიესალმება, თუ ასეთი სახის პროექტები კიდევაც განხორციელდება უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის სტუდენტები კიდევ უფრო აქტიურად იქნებიან ჩართულები მათში.

ღონისძიების ფინანსური მხარდამჭერი: ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო"

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form