პროექტები გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ICGS http://www.icgs.ge/projects/ Fri, 29 Mar 2024 06:59:51 +0000 Joomla! 1.5 - Open Source Content Management ge-ge კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება - „ხელისუფლების გადანაწილება და ჩართულობა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში“ - ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითი http://www.icgs.ge/konfliqtebis-mshvidobiani-daregulirebis-saertashoriso-gamocdilebis-gaziareba.html http://www.icgs.ge/konfliqtebis-mshvidobiani-daregulirebis-saertashoriso-gamocdilebis-gaziareba.html კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება - ხელისუფლების გადანაწილება და ჩართულობა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში - ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითი

2021 წლის 9 დეკემბერს სასტუმტო „რუმსში“ გაიმართა „კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის მორიგი სამუშაო სემინარი ქართველი ექსპერტებისათვის თემაზე: „ხელისუფლების გადანაწილება და ჩართულობა კონფლიქტების დარეგულირების პროცესში - ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითი. სემინარის თემა შერჩეულ იქნა პირველი სემინარის მონაწილეთა გამოკითხვის შედეგად, რომელიც ჩატარდა 2021 წლის 26 ოქტომბერს.

]]>
webadmin@icgs.ge (Administrator) პროექტები Thu, 09 Dec 2021 18:45:59 +0000
სამშვიდობო პროცესები ხისტი ფორმატების მიღმა: საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება http://www.icgs.ge/samshvidobo-procesi-xisti-formatebis-migma.html http://www.icgs.ge/samshvidobo-procesi-xisti-formatebis-migma.html სამშვიდობო პროცესები ხისტი ფორმატების მიღმა: საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება

2021 წლის 5-7 ნოემბერს სასტუმრო ბორჯომი - ლიკანში გაიმართა სამუშაო შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურების წარმომადგენლებისათვის თემაზე: „სამშვიდობო პროცესი ხისტი ფორმატების მიღმა: საერთაშორისო პრაქტიკის გამოცდილების გაზიარება. ჩრდილოეთ ირლანდიის მაგალითი“.

სამი დღის განმავლობაში ჩრდილოეთ ირლანდიიდან მოწვეულმა ექსპერტებმა, რომლებიც უშუალოდ იყვნენ ჩართული მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში, მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია კონფლიქტის ისტორიულ კონტექსტზე, სამშვიდობო პროცესების სხვადასხვა ეტაპებზე, არაფორმალური მოლაპარაკებების როლსა და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის ქალთა ორგანიზაციების ჩართულობაზე; განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სესიები, სადაც ექსპერტებმა მონაწილეებს გაუზიარეს ინფორმაცია ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესებში საკუთარი როლისა და მიღებული გამოცდილების შესახებ.

]]>
webadmin@icgs.ge (Administrator) პროექტები Sat, 06 Nov 2021 20:00:00 +0000
პროექტი: "დეზინფორმაციის კვალდაკვალ" http://www.icgs.ge/proeqti-dezinformaciis-kvaldakval.html http://www.icgs.ge/proeqti-dezinformaciis-kvaldakval.html დეზინფორმაციის კვალდაკვალ

2020 წლის სექტემბერიდან დეკემბრის ჩათვლით გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა ფონდ "პროდემოსთან" თანამშრომლობით  განახორციელა პროექტი "დეზინფორმაციის კვალდაკვალ".

პროექტის მიზანს წარმოადგენდა 2020 წლის  საპარლამენტო არჩევნებისათვის საქართველოში  რუსეთის მიერ ახალი დეზინფორმაციული ნარატივების გამოვლენა საზოგადოებრივ ჯგუფებში და მათ შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის ხელშეწყობა. ასევე, ამ ფონზე, საზოგადოების დამოკიდებულების გარკვევა საქართველოს პარტნიორი ქვეყნებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ.

ორგანიზაციის მიერ მოხდა სპეციალური კითხვარის შემუშავება და მისი დახმარებით  საზოგადოებრივი მოწყვლადი ჯგუფების გამოკითხვა; პარალელურად, პროექტის განმავლობაში, მასობრივი ინფორმაციის საშუალებით ან სხვაგვარად გავრცელებული დეზინფორმაციის საპასუხოდ ხდებოდა მოკლე ვიდეოკლიპების ჩაწერა კვალიფიციური ექსპერტის,  სახელმწიფო უწყების წარმომადგენლის ან პარტნიორი ქვეყნის ელჩის მიერ და სოციალურ ქსელში გავრცლება.

]]>
webadmin@icgs.ge (Administrator) პროექტები Tue, 29 Sep 2020 20:00:00 +0000
პროექტი: "ონლაინ დისკუსიები რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ" http://www.icgs.ge/onlain-diskusiebi-rusetis-dezinformaciis-sapasuxod-pr.html http://www.icgs.ge/onlain-diskusiebi-rusetis-dezinformaciis-sapasuxod-pr.html პროექტი: ონლაინ დისკუსიები რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ

Covid-19 პანდემიის დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული დეზინფორმაცია საქარველოსა და მისი პარტნიორების მიმართ.

2020 წლის 30 აპრილიდან 30 ივნისამდე  გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი ახორცილებდა პროექტს: "დისკუსიები რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ".

დისკუსიების თემები იყო: საქართველოს ადგილი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში- საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტები, ეკონომიკურ უსაფრთხოება და დიპლომატია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა; რუსეთის საგარეო პოლიტიკა და რბილი ძალა, როგორც რუსული პოლიტიკის განხორცილების ერთ-ერთ ინსტრუმენტ; რუსეთის საგარეო პოლიტიკა და დეზინფორმაცია; რუსეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეები და მათი პრევენციის გზები.

]]>
webadmin@icgs.ge (Administrator) პროექტები Mon, 25 May 2020 20:00:00 +0000
პროექტი: NATO-ს წარმატების ისტორია 2019 http://www.icgs.ge/proeqti-natos-carmatebis-istoria-2019-c.html http://www.icgs.ge/proeqti-natos-carmatebis-istoria-2019-c.html პროექტი: NATO-ს წარმატების ისტორია 2019

2019 წლის განმავლობაში  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი: "NATO-ს წარმატების ისტორია 2019" - ქვეყნები ალიასში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ, უსაფრთოების გარანტიები და ვალდებულებები ალიანსის მიმართ.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა NATO-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან საჯარო შეხვედრების და დისკუსიების მეშვეობით.

]]>
webadmin@icgs.ge (Administrator) პროექტები Tue, 24 Dec 2019 20:00:00 +0000
ტრენინგი სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში - "ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები" http://www.icgs.ge/treningi-samshvidobo-molaparakebebis-carmartvisa-da-konfliqtebis-daregulirebashi-2019.html http://www.icgs.ge/treningi-samshvidobo-molaparakebebis-carmartvisa-da-konfliqtebis-daregulirebashi-2019.html ტრენინგი სამშვიდობო  მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში ცეცხლის შეწყვეტის  ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები

2019 წლის 25-27 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის - ICGS (საქართველო) ორგანიზებით და მარტი ახტისაარის სახელობის ფონდის - "კრიზისების მართვის ინიციატივის" - CMI (ფინეთი) თანამშრომლობით, კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში" გაიმართა რიგით მე-4 ტრენინგი მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის სამშვიდობო მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში. ამჯერად, ტრენინგის თემა იყო "ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების იმპლემენტაციის საკითხები".

]]>
webadmin@icgs.ge (Administrator) პროექტები Sat, 26 Oct 2019 20:00:00 +0000
პროექტი: NATO - ს წარმატების ისტორია http://www.icgs.ge/project-natos-carmatebis-istoria.html http://www.icgs.ge/project-natos-carmatebis-istoria.html პროექტი: NATO - ს წარმატების ისტორია

2018 წლის 10 ოქტომბრიდან გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით დაიწყო პროექტი: "NATO-ს წარმატების ისტორია" - NATO-ს წარმატებული ტრანსფორმაციის ისტორია: ქვეყნები ალიასში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ, უსაფრთოების გარანტიები და ვალდებულებები ალიანსის მიმართ.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა NATO-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება  NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან საჯარო შეხვედრების და დისკუსიების მეშვეობით.

]]>
webadmin@icgs.ge (Administrator) პროექტები Tue, 09 Oct 2018 20:00:00 +0000
სახელმძღვანელო "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის" http://www.icgs.ge/saxelmdzgavanelo-saqartvelos-tavdacvis-saministros-atasheebistvis.html http://www.icgs.ge/saxelmdzgavanelo-saqartvelos-tavdacvis-saministros-atasheebistvis.html სახელმძღვანელო

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიამ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ შემუშავებული სახელმძღვანელო "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის" გამოსცა.

სახელმძღვანელო მოიცავს თავდაცვის სამინისტროს მიერ უცხო ქვეყანაში აკრედიტებული თავდაცვის ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის აუცილებელ საკანონმდებლო ბაზას, საქმიანობის თავისებურებებს, ეტიკეტისა და საქმიანი მიმოწერის სპეციფიკას.

]]>
webadmin@icgs.ge (Administrator) პროექტები Thu, 31 May 2018 20:00:00 +0000
NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის http://www.icgs.ge/project-nato-erti-kvelasatvis-kvela-ertistvis.html http://www.icgs.ge/project-nato-erti-kvelasatvis-kvela-ertistvis.html NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის

2017 წლის სექტემბერ-დეკემბრის თვეებში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ახორციელებდა პროქეტს: NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა NATO -ს როგორც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორის შესახებ ცნობიერების ამაღლება სტუდენტებს შორის.

პროექტის ამოცანა იყო იმ ქვეყნების გამოცდილებისა და მაგალითების გაზიარება, რომელთაც ასევე გაიარეს რეფორმების პროცესი ალიანსში ინტეგრაციის გზაზე, განიცდიდნენ რუსეთის მხრიდან ზეწოლას და როგორ გადალახეს ეს პროცესი, როგორ მიაღწიეს საზოგადოების კონსოლიდაციას და როგორ გახდნენ ალიანსის წევრი. ასევე, მნიშვნელოვანი იყოს იმ ქვეყნების გამოცდილების მოსმენა, რომლებიც NATO-ში უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ გარანტორებს წარმოადგენენ - როგორია ალიანსში ურთიერთთანამშრომლობის პროცესი თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართებით, როგორ არის გადანაწილებული ვალდებულებები წევრ ქვეყენებს შორის ამ მიმართებით.

]]>
webadmin@icgs.ge (Administrator) პროექტები Sat, 16 Dec 2017 20:00:00 +0000
ნატო ბაჩიაშვილმა წაიკითხა ლექცია NATO-ს შესახებ http://www.icgs.ge/nato-bachiashvilma-leqcia-natos-shesaxeb-caikitxa.html http://www.icgs.ge/nato-bachiashvilma-leqcia-natos-shesaxeb-caikitxa.html ნატო ბაჩიაშვილმა წაიკითხა ლექცია NATO-ს შესახებ

2017 წლის 16 დეკემბერს, სტეფანწმინდაში, GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლის და ორგანიზაცია ქართველი დელეგატები მსოფლიოსთვის პროექტის პარგლებში ნატო ბაჩიაშვილმა წაიკითხა ლექცია NATO-ს შესახებ.

ლექცია შეეხო ორგანიზაციის მისიასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესს, NATO - საქართველოს პარტნიორობას, ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას, საქართველოს წინაშე მდგარ საფრთხეებს და ა.შ.

]]>
webadmin@icgs.ge (Administrator) პროექტები Fri, 15 Dec 2017 20:00:00 +0000