პროექტები
2014 წლის 4 აპრილს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი მიერ ორგანიზებული "ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი" თავდაცვის სამინიტროსა და გენერალური შტაბის თანამშრომლებისთვის ოფიციალურად დასრულდა. მსმენელებს კურსის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრმა ირაკლიალასანიამ და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ თენგიზ ფხალაძემ მიულოცეს და სერტიფიკატები გადასცეს.
ალექსანდრე რონდელი - საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი;
ზურაბ ბიგვავა - ფსიქოლოგი, კავკასიის უნივერსიტეტის ლექტორი;
ირაკლი სესიაშვილი - საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე;
ჩვენი ლექტორები:
თენგიზ ფხალაძე - გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის თავმჯდომარე, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ლექტორი, ილიას სახ. უნივერსიტეტის ლექტორი
თორნიკე შარაშენიძე - გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის უფროსი მკვლევარი უსაფრთხოების საკითხებში. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სრული პროფესორი.
2013 წლის 16 სექტემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, ეროვნული უსაფრთხოებისა და დიპლომატიის სპეციალური კურსი დაიწყო. კურსის ფარგლებში, გაერთიანებული შტაბისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები მოისმენენ ლექციებს ეკონომიკური უსაფრთხოების, გეოპოლიტიკის, კონფლიქტებისა და დიპლომატიის, მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნების, დიპლომატიური პოლიტიკისა და ეტიკეტის, თავდაცვისა და უსაფრთხოების, დაზვერვის თეორიის, პოლიტიკური რისკის ანალიზის შესახებ.
2012 წლის აპრილიდან 2013 წლის მარტამდე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS) უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტთან (UIPP) ერთად ახორცილებდა პროექტს - - „უსაფრთხოების ბარომეტრი“ - საქართველო-უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის რეგიონული გამოწვევების მონიტორინგი და წინასწარი ანალიზი.
კვლევის მიმდინარეობისას გამოქვეყნდა 4 კვარტალური ანგარიში, რომელთა პრეზენტაციებიც გაიმართა თბილისსა და კიევში. კვლევის საბოლოო შედეგები წარმოდგენილ იქნა 2013 წლის 14 მარტს ქ. თბილისში და 2013 წლის 1 აპრილს ქ. კიევში.
2012 წლის მაისიდან ნოემბრის ჩათვლით გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი ახორცილებდა კვლევას „რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ. საქართველოს, ლატვია, უკრაინა“. კვლევაში მონაწილეობას იღებდნენ თენგიზ ფხალაძე, თორნიკე შარაშენიძე (საქართველო), ანდის კუდორსი (ლატვია) და ოლექსი ჰარანი (უკრაინა). კვლევის შედეგად გამოიცა ამავე სახელწოდების წიგნი „რელიგია, როგორც რუსეთის საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების მიმართ. საქართველოს, ლატვია, უკრაინა“.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრში ტრენინგი-სწავლება საქართველოს შსს თანამშრომლებისათვის საქართველოს უსაფრთხოების საკითხებში დასრულდა.
კიდევ სტატიები...
გვერდი 3, სულ 5
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)