ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
   
Text Size

10 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან

10 წელი რუსეთის სამხედრო აგრესიიდან

2018 წლის 7-8 აგვისტოს "მეგობრობის ხიდი ქართლოსის" და "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა" მიერ მომზადებული 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის  ამსახველი ბანერები საზღვარგარეთ აკრედიტებულ საქართველოს საელჩობის მიერ  მომზადებულ ღონისძიებებზე გამოიფინა. ღონისძიებები სპეციალურად მიეძღვნა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავს.

უცხო ქვეყნებში აკრედიტებულმა საქართველოს მისიის ხელმძღვანელებმა  ღონისძიებებზე დამსწრე სტუმრებს მიაწოდეს ინფორმაცია 2008 წლის რუსეთის სამხედრო აგრესიის, ოკუპირებული ტერიტორიების და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების ფაქტების შესახებ.

ღონისძიებებს ეწრებოდნენ სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ბანერები გამოიფინა საქართველოს საელჩოებში პოლონეთში, რუმინეთში, ჰოლანდიაში, ესტონეთში, გერმანიასა და კანადაში. აღნიშნული ბანერების ორიგინალები გამოფენილია გორის "ოკუპაციის მუზეუმში".

"ოკუპაციის მუზეუმი" გაიხსნა საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტი განახორციელა საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდი - "ქართლოსი". მუზეუმი მიზნად ისახავს მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებას 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომის და რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ.

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form