Covid-19 პანდემიის დროს, როდესაც მთელი მსოფლიოს ყურადღება პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით გააქტიურდა რუსული დეზინფორმაცია საქარველოსა და მისი პარტნიორების მიმართ.
2020 წლის 30 აპრილიდან 30 ივნისამდე გეოპოლიტიკური კვლევების ცენტრი ახორცილებდა პროექტს: "დისკუსიები რუსეთის დეზინფორმაციის საპასუხოდ".
დისკუსიების თემები იყო: საქართველოს ადგილი თანამედროვე საერთაშორისო ურთიერთობებში- საგარეო ურთიერთობების პრიორიტეტები, ეკონომიკურ უსაფრთხოება და დიპლომატია, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა; რუსეთის საგარეო პოლიტიკა და რბილი ძალა, როგორც რუსული პოლიტიკის განხორცილების ერთ-ერთ ინსტრუმენტ; რუსეთის საგარეო პოლიტიკა და დეზინფორმაცია; რუსეთიდან მომდინარე კიბერსაფრთხეები და მათი პრევენციის გზები.