ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
   
Text Size

პროექტი: NATO-ს წარმატების ისტორია 2019

პროექტი: NATO-ს წარმატების ისტორია 2019

2019 წლის განმავლობაში  გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა NATO-ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით განახორციელა პროექტი: "NATO-ს წარმატების ისტორია 2019" - ქვეყნები ალიასში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ, უსაფრთოების გარანტიები და ვალდებულებები ალიანსის მიმართ.

პროექტის მიზანს წარმოადგენდა NATO-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან საჯარო შეხვედრების და დისკუსიების მეშვეობით.

ამ მიზნის განსახორციელებელად, თბილისში, NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ჩატარდა შეხვედრები და დისკუსიები. მომხსენებელთა შორის იყვნენ  NATO-ს მაღალი რანგის დიპლომატები, საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი წარმომადგენლები, საქართველოს სახელმწიფო უწყებების თანამდებობის პირები, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩები. შეხვედრებს და დიკუსიებს უძღვებოდა გეოპოლიტიკური კვლევების თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი.

დისკუსიები წარიმართა შემდეგ საკითხებზე: NATO-ს მისია და საქმიანობის ფუნდამენტური მიმართულებები, როგორ მიიღება გადაწყვეტილება ალიანსში, რატომ არის დღემდე NATO მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტორი, რას ნიშნავს იყო ალიანსისი წევრი და გაიზიარო სხვა წევრებთან ერთად პასუხისმგებლობა გლობალურ უსაფრთხოებაზე; როგორია ალიანსის წევრების თანამშრომლობა საქართველოსთან თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში და ა.შ.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, გორის ეი-ეს სკოლის, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის - SEU, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბას სასწავლო უნივერსიტეტის და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის - GIPA-ს სტუდენტებმა. დისკუსიები გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.

პროექტის დასასრულს ყველაზე აქტიურ სტუდენტებს გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის და საქართველოში NATO-ს სამეკავშირეო ოფისის სახელით გადაეცათ სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები.

პროექტი განხორცილედა NATO-ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების ფინანსური მხარდაჭერით.

 

 

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form