2018 წლის 16 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევევბის საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისში ჩატარდა დისკუსია საქართველოში ლიეტუვას ელჩთან გიედროუს პოიუნასთან და ახალი ეკონომიკური სკოლის დირექტორთან პაატა შეშელიძესთან.
ლიეტუვას ელჩთან დისკუსიის თემები იყო: არსებული პოლიტიკური სიტუაციის მოკლე მიმოხილვა და გეოპოლიტიკური გარემო ლიეტუვას NATO- ში გაწევრიანების განაცხადის და ინტეგრაციის პერიოდში, გატარებული რეფორმები და გამოწვევები ტრანსფორმაციის გზაზე, რამდენად წარმატებული გამოდგა ინტეგრაცია, რამდენად დაცულად გრძნობს თავს დღეს ლიეტუვას მოსახლეობა არსებული საფრთხეების მიმართ; რას ნიშნავს, იყო მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტი ალიანსის სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორია პარტნიორებთან თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოსთან თანამშრომლობა თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში.
პაატა შეშელიძესთან დისკუსიის დროს კი სტუდენტებს მიეწოდათ ინფორმაცია NATO-ს წევრი ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ, რამდენად არის ალიანსი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფის ფაქტორი.
დღევანდელი შეხვედრა გაიმართა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "NATO - ს წარმატების ისტორია" ფარგლებში.
პროექტის მიზანს წარმოადგენს NATO-ს შესახებ ცნობიერების ამაღლება NATO-ს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებთან, ალიანსის წევრი ქვეყნების ელჩებთან, საქართველოს ოფიციალურ პირებთან და ექსპერტებთან საჯარო შეხვედრების და დისკუსიების მეშვეობით.
დისკუსიას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები შიდა ქართლის და თბილისის უმაღლესი სასწავლებლებიდან.
პროექტი დაფინანსებულია NATO - ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)