2015 წლის 25 ივნისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და "ევროპის სახლის" ინიციატივით, გაიმართა დისკუსია: "მსოფლიო წესრიგი 21-ე საუკუნეში".
მომხსენებლები:
გრიგოლ ვაშაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი (თბილისი)
ბალაშ იარაბიკი, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის რუსეთისა და ევრაზიის პროგრამის მოწვეული მკვლევარი (ვაშინგტონი)
ლილია შევცოვა, ბრუკინგსის ინსტიტუტის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპის ცენტრის არარეზიდენტი უფროსი მკვლევარი (საგარეო პოლიტიკის პროგრამა) (ვაშინგტონი)
მოდერატორი:
თენგიზ ფხალაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი
დისკუსიაზე განხილული იქნა ისეთი საკითხები როგორებიცაა: რა გავლენას ახდენს ომი უკრაინაში ევროპულ უსაფრთხოებაზე, ევროკავშირი-რუსეთისა და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე?
ღონისძიება წარმოადგენს ექსპერტული დისკუსიების სერიის "საქართველო ევროკავშირსა და რუსეთს შორის" ნაწილს.
ინიციატივა დაფინანსებულია აშშ-ის გერმანიის მარშალის ფონდის პროექტის "შავი ზღვის ფონდი რეგიონული თანამშრომლობისთვის" ფარგლებში.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)