2017 წლის 25-27 ოქტომბერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმების ყოველწლიური ასამბლეა გაიმართა ესტონეთის დედაქალაქ ტალინში. ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილობა მიიღო ასამბლეის ფარგლებში გაიმართულდისკუსიაში: საქართველო-საკონსტიტუციო რეფორმები და სამოქალაქო საზოგადოების წვლილი. დისკუსიის ძირითად თემები იყო: როგორ აღიქმება სხვადასხვა პოლიტიკური აქტორების მიერ საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი ცვლილებები? როგორია დასკვნები პოლიტიკური ძალებისათვის? რა წვლილი მიუძღვის სამოქლაქო საზოგადოებას საკონსტიტუციო ცვლილებების შემუშავებასა და განხილვებში? რა როლი მიუძღვის ევროპის საბჭოსა და ვენეციის კომისიას ამ პროცესებში და მათი შეხედულებები მიმდინარე ცვლილებებზე?
2017 წლის 18 ოქტომბერს დისკუსია შედგა ლიტვის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში გიედრიუს პოიუნასთან NATO-ს სამეკავშირეო ოფისში. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.
ნატო ბაჩიაშვილმა პროექტში "არა ოკუპაციას" მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება გაიმართა კასპში, საბჭოთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა მუზეუმში. პროექტის მიზანია გორის, კასპისა და თბილისის ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლების და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოსა და რეგიონის მიმართ შექმნილ საფრთხეებსა და მათი თავიდან აცილების გზებზე. პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია: მეგობრობის ხიდი "ქართლოსი".
2017 წლის 9 ოქტომბერს გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე "ნატო ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის". დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა რუდოლფ მიხალკა სლოვაკეთის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში. დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.
2017 წლის 4-7 ივლისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორიოს ცენტრი თავმჯდომარემ, ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში, რომელიც გაიმართა კაჭრეთში სასტუმრო "ამბასადორში".
კურსის მიმდინარეობისას გაიმართა საინფორმაციო შეხვედრები და დისკუსიები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე; შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯებზე, საქართველო-ნატოსა და საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობაზე, ენერგეტიკულ და საინფორმაციო უსაფრთხოების საკითხებზე. მიმოხილულ იქნა საქართველოს წინაშე არსებული არაკონვენციური გამოწვევები, კავკასიაში მიმდინარე კონფლიქტები და მეზობელ ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობები. ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ფარგლებში განხორციელდა მონაწილეთა მიერ კრიზისული სიტუაციის სიმულაციური განხილვა.
2017 წლის 17 თებერვალს ბრიუსელში, ევროპის ეკონომიკურ და სოციალურ კომიტეტში, გაიმართა საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის მეორე შეხვედრა.
საქართველო-ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმა აერთიანებს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში არსებულ პოლიტიკურ ინსტიტუტებს და საშუალებას აძლევს საქართველოსა თუ ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებს მონიტორინგი გაუწიონ შეთანხმების განხორციელებას და საქართველოსა და ევროკავშირის შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოებისთვის შეიმუშაონ რეკომენდაციები.
2016 წლის 9 დეკემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლიტვის ელჩთან გიედრიუს პოიუნასთან.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.
2016 წლის 28 ნოემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩთან ტომაშ პერვიცკისთან.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.
2016 წლის 28 ნოემბერს პროექტის "ნატო-ტრანსფორმაციის წარმატებული ისტორია: ქვეყნები ალიანსში გაწევრიანებამდე და გაწევრიანების შემდგომ" ფარგლებში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში საქართველოში გაიმართა შეხვედრა საქართველოში ლატვიის ელჩთან იანის ზლამეტსთან.
შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ გორის (მათ შორის საოკუპაციო ხაზთან განლაგებული სოფლების) და თბილისის არასამთავრობო ორგანიზაციების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები, მასწავლებლები და სტუდენტები.
2017 წლის 9 მაისს ნატო ბაჩიაშვილმა გორში ევროპის დღეების ფარგლებში ჩატარებულ დისკუსიაში: "ევროინტეგრაცის გამოწვევები და პერსპექტივები" მიიღო მონაწილოება.
21 ოქტომბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი ახალციხეში იმყოფებოდა #1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიწვევით. მან წაიკითხა ლექცია საქართველო-ევროკავშრის ურთიერთობების, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულების, ევროკავშირთან ვიზალიბერაიზაციის შესახებ, აგრეთვე ამ პროცესის საქართველოს მოქალაქებისათვის სარგებელისა და გამოწვევების შესახებ.
ლექციის შემდგომ შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა.
2017 წლის 27 მარტს ნატო ბაჩაშვილმა სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის იურისტთა კლუბში წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: „ნატო საქართველოს ურთიერთობების დინამიკა".
ლექცია შეეხო ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად ეტაპებს, როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური კუთხით. ნატო-ს ბოლო სამიტების გადაწყვეტილებებს, კონკრეტულ პროექტებს ნატო-საქართველოს პარტნიორობის გაძლიერების კუთხით.
ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე -4 სამუშაო ჯგუფის ყოველწლიურ შეხვედრაში, რომელიც ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გაიმართა. ღონისძიება მოიცავდა ხალხთა შორის კონტაქტების გაძლიერების თემატიკას, მათ შორის ახალგაზრდობის, კულტურისა და განათლების სფეროში.
2016 წლის 13 ივნისს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგა შეხვედრა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის შემადგენელ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანს, თენგიზ ფხალაძეს შორის, რომელმაც ორგანიზაციებს მიაწოდა ინფორმაცია 5-9 ივნისს პრეზიდენტის სტრასბურგსა და ბრიუსელში გამართულ შეხვედრებთან დაკავშირებით.
2016 წლის 14 მაისს ვაზიანში, IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა "საქართველოს შეიარაღებული ძალების მობილიზაციისა და რეზერვის კონცეფციის" პროექტის თავდაცვისა და უსაფრთხოების დარგში ექსპერტებთან განხილვა.
23 მარტს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ვენის უნივერსიტეტის კავკასიური კვლევების ინსტიტუტის (ავსტრია) ორგანიზებით, "ევროპის სახლში" გაიმართა დისკუსია "რეგიონული გამოწვევევები და მათი გადალახვის გზები სამხრეთ კავკასიაში
2016 წლის 25-26 თებერვალს უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩატარდა NATO -ს კვლევების სემინარი "უსაფრთხოების რისკები უკრაინის საზღვარზე, კარგი მმართველობის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება"- რესურსები და კონტრზომები", სადაც მიწვეული იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორსიო ცენტრის თავმჯდომარე ნატო ბაჩიაშვილი. აღნიშნულ სემინარზე მან წარმოადგინა პრეზენტაცია საქართვლოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და საოკუპაციო ზოლზე არსებული კორუფციის ფაქტების შესახებ.
22 დეკემბერს, გეოპოლიტიკური კვლევევების საერთაშორსიო ცენტრში გაიმართა თორნიკე შარაშენიძის წიგნის "დიპლომატიის ისტორია" პრეზენტაცია.
2015 წლის 19-21 ნოემბერს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის მე-7 წლიურ ასამბლეაში "რეფორმების განხორციელება დროსთან თანხვედრაში" რომელიც გაიმართა კიევში (უკრაინა).
2015 წლის 5-6 ნოემბერს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო უსაფრთხოების მე-10, საიუბილეო კონფერენციაში, რომელიც გაიმართა ლატვიის დედაქალაქ რიგაში.
13 ნოემბერს, სასტუმროში "ქორთიარდ მერიოტი", საქართველოს მთავრობასა და "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო ფორუმის ეროვნულ პლატფორმას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საქართველოს მთავრობის სახელით დავით ბაქრაძემ, "აღმოსავლეთ პარტნიორობის" სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მხარიდან კი ორგანიზაციის თავმჯდომარემ ლაშა ტუღუშმა მოაწერეს ხელი.
2015 წლის 30 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და კრიზისების მართვის ინიციატივის (ფინეთი) პარტნიორობით სასტუმრო ამბასადორში (კაჭრეთი) გაიმართა ტრენინგი საქართველოს მაღალი რანგის საჯარო მოხელეებისათვის მოლაპარაკებების წარმართვასა და კონფლიქტების დარეგულირებაში: "სამშვიდო პროცესის სირთულეები" - ჩრდილოეთ ირლანდიის, შოტლანდიის და კვიპროსის მაგალითები.
2015 წლის 29 სექტემბერს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ევროპის სახლი-ს ორგანიზებით გაიმართა დისკუსია თემაზე "აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი".
2015 წლის 8 სექტემბერს, 18.00 გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა და ევროპის სახლის ორგანიზებით გაიმართა დისკუსია: "ომი უკრაინაში. აშშ-ის საგარეო პოლიტიკა, სამხედრო გამოწვევები ევროპისათვის"
კიდევ სტატიები...
გვერდი 3, სულ 7
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)