ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
   
Text Size

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან

ცესკოს თავმჯდომარის ზურაბ ხარატიშვილის შეხვედრა სტუდენტებთან2010 წლის 7 ივნისს, გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ინიციატივით თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ცესკოს ადმინისტრაციის შეხვედრა სტუდენტებთან თემაზე: "2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები".

შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ ცესკოს თავმჯდომარე ზურაბ ხარატიშვილი, ცესკოს სპიკერი ჯული გიორგაძე, შეხვედრას ესწრებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი ხუბუა.

შეხვედრაზე ცესკოს თავმჯდომარემ 2010 წლის არჩევნები ორგანიზების თვალსაზრისით დადებითად შეაფასა, აღნიშნა რომ შეძლებისდაგვარად მინიმუმამდე იქნა დაყვანილი შეცდომები ამომრჩეველთა სიებში, ჩატარდა ტრენინგები როგორც ამომრჩევლებისათვის, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციაში მომუშავე პირებისათვის.

ცესკოს სპიკერმა ჯული გიორგაძემ ისაუბრა იმ ახალი ინიციატივების შესახებ, რაც ცესკოში დაინერგა არჩევნების გამჭვირვალედ ჩასატარებლად: განახლდა ცესკოს ვებ გვერდი ამომრჩევლისათვის ინფორმაციის მოძიების გასაადვილებლად, არჩევნებამდე ყოველ კვირას იმართებოდა ბრიფინგები ამომრჩეველთათვის ინფორმაციის მისაწოდებლად, შეიქმნა მუდმივმოქმედი შეხვედრების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მიზნით.

სტუმრებმა უპასუხეს სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კითხვებს.

კითხვები შეეხებოდა 4 ივნისის ვენეციის კომისიის დასკვნას საარჩევნო კოდექსში ცვლილებების და დამატებების მიმართ, კოდექსში ცლილებების და დამატებების მიზანშეწონილობას არჩევნებამდე ერთი წლის ადრე, ასევე ცესკოს თანამშრომელთა პროფესიონალიზმის კრიტერიუმებს.

სახელმწიფო უნივერსიტეტი :: 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები სახელმწიფო უნივერსიტეტი :: 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები 
სახელმწიფო უნივერსიტეტი :: 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები სახელმწიფო უნივერსიტეტი :: 2010 წლის ადგილობრივი არჩევნები და მისი შედეგები 

სტუდენტებს აინტერესებდათ კონკრეტულ უბნებზე შედეგები, დარღვევები, ათზე რეაგირების ფორმები ცესკოს მხრიდან. იმოქმედა თუ არა ცალკეული უბნის შედეგების ბათილად ცნობამ არჩევნების საბოლოოო შედეგებზე და ა.შ.

შეხვედრის ბოლოს აღინიშნა, რომ მომავალი არჩევნების უფრო დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩასატარებლად საჭიროა სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ერთობლივი ძალისხმევა და არსებული ხარვეზების გამოსწორება როგორც საარჩევნო კანონმდებლობაში, ასევე საარჩევნო პროცესის წარმართვის საკითხში.

შეხვედრა განხორციელდა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი პროექტის "სტუდენტების ცნობიერების ამაღლება არჩევნებთან დაკავშირებით" ფარგლებში.

პროექტის ფინანსური მხარდამჭერი ფონდი "ღია საზოგადოება – საქართველო".

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form