ხუთშაბათი, დეკემბერი 05, 2024
   
Text Size

ENPI CBC –ის პროექტისა და განაცხადის შედგენა ქართველი ბენეფიციარებისათვის

ENPI CBC –ის პროექტისა და განაცხადის შედგენა ქართველი ბენეფიციარებისათვის 2008 წლის 13-14 ნოემბერს თბილისში სასტუმრო “ვარაზში” გაიმართა პოლონეთის აღმოსავლეთის კვლევების ინსტიტუტისა და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებული ორდღიანი სამუშაო სემინარი თემაზე: “როგორ მოვამზადოთ კარგი სასაზღვრო თანამშრომლობის პროექტი ევროპული სამეზობლო და პარტნიორული ინიციატივის ფარგლებში”.

პროექტის ძირითად ბენეფიციარებს წარმოადგენდნენ საქართველოს ადგილობრივი მმართველობის, თვითმმართველობისა და არასამტავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

პროექტი განხორციელდა პოლონეთის მთავრობის მხარდაჭერით.

ENPI CBC –ის პროექტისა და განაცხადის შედგენა ქართველი ბენეფიციარებისათვის -

სემინარი იმართება გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ხელშეწყობით

სასტუმრო "ვარაზი"

13-14 ნოემბერი 2008 წ.

ENPI CBC - ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის შავი ზღვის პროგრამა წარმოადგენს შავი ზღვის რეგიონის მიმართ (საქართველოს ჩათვლით) ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტს. პროგრამის ზოგადი მიზანია განამტკიცოს რეგიონალური პარტნიორობა და თანამშრომლობა. ამდენად, პროგრამა მიმართულია ფართო მიზნების განსახორციელებლად, როგორიცაა შავი ზღვის აუზის რეგიონების მყარი და მდგრადი ეკონომიური და სოციალური განვითარება. ქართველი ბენეფიციარებისათვის (რწმუნებულის აპარატი, ადგ. მმართველობა და თვითმმართველობა, არასამთავრობო ორგანიზაციები) პროგრამა წარმოადგენს ჭეშმარიტად უნიკალურ საშუალებას, კასპიისა და შავი ზღვის ქვეყნების პარტნიორებთან ერთად პროექტების შედგენისა და დაფინანსებისათვის განაცხადის შესატანად. დაფინანსირების მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ შავი ზღვის სანაპიროს ქვეყნების ორგანიზაციებისათვის. თუმცა საქართველოს შემთხვევაში არ არსებობს არანაირი ტერიტორიული შეზღუდვები _ დაფინანსება შეიძლება მოითხოვონ უფლებამოსილმა ბენეფიციარებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით. (საქართველოს ენიჭება უპირატესობა.) ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის პროგრამული დოკუმენტი 2008 წლის 23 ოქტომბერს ხელახლა გადაეცა დასამტკიცებლად ევრო კომისიას. იგი საბოლოო სახით დამტკიცდება 2008 წლის ნოემბერში, ხოლო მისი განხორციელება დაიწყება მხოლოდ 2009 წლის დასაწყისში. ამიტომაც, სწორედ ახლა არის საუკეთესო დრო ახალი იდეების განვითარების, პარტნიორების მოძებნისა და ახალი პროექტების შესაქმნელად.

ENPI CBC :: პროექტისა და განაცხადის შედგენა ქართველი ბენეფიციარებისათვის ENPI CBC :: პროექტისა და განაცხადის შედგენა ქართველი ბენეფიციარებისათვის ENPI CBC :: პროექტისა და განაცხადის შედგენა ქართველი ბენეფიციარებისათვის ENPI CBC :: პროექტისა და განაცხადის შედგენა ქართველი ბენეფიციარებისათვის 

 

სამუშაო სემინარი ქართველ პოტენციურ ბენეფიციარებს უზრუნველყოფს უშუალოდ პროგრამის პრაქტიკული ცოდნით, ყველაზე მეტად პროექტის განაცხადის შედგენის გამოცდილების გაზიარებით, სთავაზობს უამრავს პრაქტიკულ მითითებას, ქართული რეალობისა და საჭიროებების გათვალისწინებით თუ როგორ უნდა მომზადდეს წარმატებული პროექტი. ყველა მასალა, ევროპული სამეზობლო პოლიტიკის ინსრუმენტის ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის სახელმძღვანელოს ჩათვლით, თარგმნილია ქართულ ენაზე. ტრენინგი ჩატარდა ამ სფეროში გამოცდილი პოლონელი ტრენერების მიერ, როგორც უშუალოდ პროექტის წარმომადგენლების (გრანტის შემქმნელები/ ზედამხედველი), ასევე არასამთვრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ, რომლებიც თვითონ ახორციელებენ ტრანსსაზღვარო თანამშრომლობის პროექტებს ლიტველ, უკრაინელ და ბელორუს პარტნიორებთან ერთად.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form