ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
   
Text Size

კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კვიპროსის სამშვიდობო პროცესი - პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი სამშვიდობო პროცესში

კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. კვიპროსის სამშვიდობო პროცესი - პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი სამშვიდობო პროცესში

2022 წლის 29 ივნისს გაიმართა „კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის რიგით მეოთხე დახურული სემინარი ქართველი ექსპერტებისათვის თემაზე: კვიპროსის სამშვიდობო პროცესი - პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების როლი სამშვიდობო პროცესში.

კვიპროსის კონფლიქტის ისტორიისა და მოლაპარაკებების დინამიკის ძირითადი ეტაპების მიმოხილვის შემდეგ, საერთაშორისო ურთიერთობების, პოლიტიკის და ბიზნესის ექსპერტებმა, სამოქალაქო აქტივისტებმა სემინარის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია პოლიტიკური ძალებისა და სამოქალაქო საზოგადეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში; მოლაპარაკებების ფორმალურ თუ არაფორმალურ/ტექნიკურ ფორმატებზე, სადაც სხვადასხვა წრეების წარმომადგენლები, მათ შორის ექსპერტები იყვნენ ჩართული. სპიკერებმა ისაუბრეს მოლაპარაკებების შემადგენლობასა და თემებზე, წარმატებულ და წარუმატებელ მაგალითებზე; ქართველ კოლეგებს თავიანთი გამოცდილება გაუზიარეს კონკრეტულ ინიციატივებსა და ღონისძიბებეზე, რაც მიზნად ისახავდა თემთა შორის ნდობის აღდგენის ხელშეწყობას.

სემინარი ორგანიზებული იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა (საქართველო) და მარტი ახტისარის სახელობის მშვიდობის ფონდის (ფინეთი) მიერ „საქართველო ექსპერტებისათვის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2021 წელს. პროექტის მიზანია ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული კონფლიქტის ისტორიის, სამშვიდობო პროცესებისა და მოლაპარაკებების შესახებ; გამართონ დიკუსია აღნიშნულ საკითხებზე.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form