კვირა, მაისი 22, 2022
   
Text Size

კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება კვიპროსის სამშვიდობო პროცესი - ნდობის აღდენის მექანიზმები, თემთა შორის დიალოგი.

კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება კვიპროსის სამშვიდობო პროცესი  - ნდობის აღდენის მექანიზმები, თემთა შორის დიალოგი.

2022 წლის 6 აპრილს გაიმართა „კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის რიგით მესამე სემინარი ქართველი ექსპერტებისათვის თემაზე: კვიპროსის სამშვიდობო პროცესი - ნდობის აღდენის მექანიზმები, თემთა შორის დიალოგი.

მოწვეულმა სპიკერებმა სემინარის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია კვიპროსის კონფლიქტის ისტორიისა და მოლაპარაკებების დინამიკაზე; წარმატებებსა და გამოწვევებზე. მოლაპარაკებებში უშუალოდ ჩართულმა მხარეებმა ისაუბრეს და მონაწილეებს გაუზიარეს გამოცდილება ნდობის აღდგენის მექანიზმებსა და თემთა შორის დიალოგზე; მესამე მხარის ჩართულობასა და მნიშვნელობაზე სამშვიდობო პროცესში; გაერო-ს სამშვიდობო პროგრამების შესახებ და მათ როლზე კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში“.

სემინარი ორგანიზებული იყო გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრისა (საქართველო) და მარტი ახტისარის სახელობის მშვიდობის ფონდის (ფინეთი) მიერ „საქართველო ექსპერტებისათვის კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირების საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების“ პროექტის ფარგლებში, რომელიც დაიწყო 2021 წელს. პროექტის მიზანია ექსპერტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა პირველწყაროდან მიიღონ ინფორმაცია კონკრეტული კონფლიქტის ისტორიის, სამშვიდობო პროცესებისა და მოლაპარაკებების შესახებ; გამართონ დიკუსია აღნიშნულ საკითხებზე.

კოვიდ-19 პანდემიასთან დაკავშირებით, მონაწილეთა უსაფრთხოების მიზნით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ რეჟიმში, საქართველოს ხელისუფლების მიერ დადგენილი რეგულაციების მაქსიმალური გათვალისწინებით.

 

 

slideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshowslideshow

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form