ვიზიტი უკრაინაში
5-8 ივლისი, 2012 წ
2012 წლის 6-7 ივლისს პროექტის "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარება უკრაინის საგზაო პოლიციის რეფორმირებისათვის" მეორე ეტაპი გაიმართა უკრაინის დედაქალაქ კიევში. პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და მოლდოვას შსს-ს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან კიევში იმყოფებოდნენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე, ამავე ცენტრის პროექტების კოორდინატორი ნატო ბაჩიაშვილი, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ალექსანდერე ბოლქვაძე და შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი ვლადიმერ ფიცხელაური.
პროექტის ფარგლებში შედგა შეხვედრები უკრაინის "რადას" ორგანიზაციულ დანაშაულთან და კორუფციასთან ბრძოლის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ვალერი ბევზთან, ასევე უკრაინის შსს ეროვნულ აკადემიაში, უკრაინის შსს საგზაო პოლიციის დეპარტამენტში და შსს-ს ქ. კიევის მომსახურეობის სააგენტოში.
შეხვედრების დროს ყურადღება გამახვილდა უკრაინის საგზაო პოლიციის წინაშე მდგარ პრობლემებზე, რეფორმების მიმდინარეობის ხელისშემშლელ ფაქტორებზე, რომელთაგან უპირველესად აღინიშნა ანტიკორუფციული საკანონმდებლო ბაზის არასრულყოფილება, უწყებათაშორისი უთანხმოება და გართულებული ბიუროკრატიული პროცედურები, დაფინანსების სიმწირე, რაც არ იძლევა მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების საშუალებას.
ვიზიტის ბოლო დღეს გაიმართა პროექტის შემაჯამებელი პრესკონფერენცია უკრაინის მედიასაშუალებების მონაწილეობით და მრგვალი მაგიდა - უკრაინის, საქართველოს, სომხეთისა და მოლდოვას შსს და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *