ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
   
Text Size

მოკლედ ევრაზიული კავშირის შესახებ

მოკლედ ევრაზიული კავშირის შესახებბოლო დროს ბევრი იწერება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირზე და რატომღაც ყველა მხოლოდ 2010 წელს იხსენებს. ამ იდეის ისტორია გაცილებით უფრო ადრინდელი პერიოდიდან იწყება და იმაზე უფრო საშიშია, ვიდრე ერთი შეხედვით მოჩანს.

იდეა სათავეს იღებს მე 20 საუკუნის რუსი (საბჭოთა) ფილოსოფოსების, "კლასიკური ევრაზიელების", ტრუბეცკის, სავიცკისა და ვერნადსკის შრომებიდან, რაც ითვალისწინებდა საბჭოთა კავშირის ეტაპობრივ გარდაქმნას ევრაზიულ კავშირად. ამ თემაზე მუშაობდა აკადემიკოსი ანდრეი სახაროვიც. 1989 წელს მან (ანატოლი სობჩაკთან და გალინა სტაროვოიტოვასთან ერთად) სსრკ სახალხო დეპუტატთა ყრილობას წარუდგინა ევროპისა და აზიის საბჭოთა რესპუბლიკების კავშირის პირველი დეტალიზირებული პროექტი, რაც გულისხმობდა სსრკ-ს ტრანსფორმაციას ახალი ტიპის "რბილ ფედერაციაში". პროექტი ითვალისწინებდა 50-მდე სუბიექტის გაერთიანებას ახალ სახელმწიფოში. სუბიექტებად მოიაზრებოდა სსრკ-ში შემავალი ყველა რესპუბლიკა და ავტონომია, გარდა ბალტიის სახელმწიფოებისა. იმ პერიოდის პოლიტიკური კონიუნქტურა არ იძლეოდა ამ პროექტის რეალიზაციის საშუალებას და პროექტმა ტრანსფორმაცია განიცადა დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) იდეაში.

სსრკ-ს დაშლის შემდგომ ევრაზიულ კავშირზე მუშაობა განაგრძო ალექსანდრე დუგინმა, რომელიც დღემდე ითვლება პუტინის პოლიტიკის მთავარ გეოპოლიტიკურ იდეოლოგად.

გაერთიანების იდეოლოგიური პლატფორმაა დუგინის კონცეფცია "რუსული კუნძულის" შესახებ, რაც ერთგვარი ჩაკეტილი სამყაროს შექმნას პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ალიანსის შექმნის საშუალებით. ამ შემთხვევაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნებმა უნდა მოახდინონ რუსეთის უსაფრთხოებისა და ევრაზიის კონტინენტზე სუვერენულობის უზრუნველყოფა. კონცეფციაში აქცენტი კეთდება რუსეთის ცივილიზირებულ თვითმყოფადობასა და ჰეგემონობაზე.

მიუხედავად სახელწოდებისა - ევრაზიის ეკონომიკური კავშირი - პროექტი ითვალისწინებს არამხოლოდ ეკონომიკურ და საბაჟო, არამედ სამხედრო ინტეგრაციასაც. ფაქტიურად ესაა გაერთიანება ისეთი აქამდე და დღეს არსებული ინიციატივებისა, როგორებიცაა: დსთ, კუხო (ОДКБ), ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება (ЕврАзЭС), საბაჟო კავშირი და ერთიანი ეკონომიკური ცივრცე (ЕЭП), რომელიც დღეისათვის ინტეგრაციის ყველაზე მაღალ საფეხურს წარმოადგენს.

საგულისხმოა, რომ ინტეგრაციის ხარისხის მატებასთან ერთად კლებულობს პროექტში მონაწილე სახელმწიფოთა რაოდენობა. მაგ: დსთ-12 ქვეყანა, კუხო (ОДКБ) – 6 (რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი, სომხეთი), ევრაზიული ეკონომიკური საზოგადოება (ЕврАзЭС) – 5 (რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი), საბაჟო კავშირი და ერთიანი ეკონომიკური ცივრცე (ЕЭП) -3 (რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი), არსებული ზეწოლის გათვალისწინებით ჩამონათვალს დაემატება სომხეთიც. თუმცა რუსეთს ყველა ამ სახელმწიფოსთან გაუთავებელი დავა და პრობლემები აქვს, რისი მთავარი მიზეზიც არათანაბარუფლებიანი ურთიერთობებია. რუსეთი ცდილობს იმყოფებოდეს დომინანტის როლში და ინტეგრაციული პროცესები განავითაროს ცენტრისა და კოლონიების ურთიერთობის პრონციპებზე.

ინტეგრაციის შემდეგ ეტაპებად მოიაზრება ერთიანი პარლამენტის, ბანკის და მმართველობის სხვა საერთო ინსტიტუტების ჩამოყალიბება, რაც საბოლოოდ უნდა დასრულდეს ერთიანი საზოგადოების ფორმირებით.

ექსკლუზივი

  • 1
  • 2
  • 3
  • 4

უახლესი პუბლიკაცია

სახელმძღვანელო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ატაშეებისა და წარმომადგენლებისათვის


* * *

Religion as the Instrument of Russian Foreign Policy towards Neighboring Countries
(Georgia, Latvia, Ukraine)

* * *

ჩემი უფლებები და მოვალეობები

* * *

"Soft Power" - რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოსთან მიმართებაში

* * *

The Humanitarian Dimension of Russian Foreign policy TOWARD GEORGIA, Moldova, Ukraine, and the Baltic States

 

ICGS მულტიმედია

ჩვენი არხი youtube -ზე

პარტნიორები

 

მთვლელები


Каталог webplus.info

Login Form