2012 წლის 20-21 ივნისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთშორისო ცენტრის ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა სემინარი საქართველოს ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისათვის.
სემინარზე განხილული იქნა ნატო-საქართველოს ურთიერთობები; ნატო-ს ჩიკაგოს სამიტის შედეგები; 21-ე საუკუნის ახალი საფრთხეები და გამოწვევები; რეგიონული პროექტების გააქტიურება მნიშვნელობა და რეგიონების როლი ალიანსთან დაახლოების საკითხში და ა.შ.
სემინარი გახსნეს საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუმ და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ თენგიზ ფხალაძემ.
სემინარში მონაწილეობა მიიღეს საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის ელჩმა იონას პასლაუსკასმა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ კრისტინა ბალესაიტემ, ასევე, სპეციალურად მოწვეული სტუმარებმა: ჯეიმს მაკკეიმ (ნატო-ს შტაბ-ბინა) და ლინას ლინკევიჩუსიმა - ლიტვის რესპუბლიკის ყოფილი თავდაცვის მინისტრი და წარმომადგენელი ნატო-ში, სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი.
სემინარის ფარგლებში გაიმართა ვიდეო-ტელე კონფერენცია ბრიუსელში ნატო-ს შტაბ-ბინასთან.
სემინარის დასასრულს რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს გადაეცათ სერტიფიკატები და ნატო-ს მაისურები.
სემინარის მხარდამჭერები: ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი და ლიტვის რესპუბლიკის საელჩო.
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *