გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა დაიწყო ახალი შეხვედრების ციკლი პროექტის "NATO - ს წარმატების ისტორია" ფარგლებში. პროექტის მეორე შეხვედრა შედგა თურქტეთის ელჩთან საქართველოში ფატმა ჯეირან იაზგანთან. საუბრისას მან მოკლედ მიმოიხილა ის ისტორიული ვითარება, რომლის დროსაც თურქეთი შეუერთდა ალიანსს. სტუდენტებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს ისეთ საკითხებზე როგორიცაა: კოლექტიური თავდაცვის მნიშვნელობა და აუცილებლობა, როგორ ვუპასუხოთ თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებს მსოფლიოში, თურქეთ-საქართველოს თანამშრომლობა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში და ა.შ.
დისკუსიას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან.
პროექტი დაფინანსებულია NATO - ს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მიერ.
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *