ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო გორში ოკუპაციის მუზეუმის გახსნაში.
ოკუპაციის მუზეუმი 2018 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, გორის უნივერსიტეტში გახსნა. პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.
შექმნილი სივრცეები გათვალისწინებულია ინტეგრირებული გაკვეთილების, ლექციების, საჯარო შეხვედრებისა და დისკუსიების ჩასატარებლადაც. ამავე კამპანიის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გორის უნივერსიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო ლექციას წაიკითხავს.
გორის შემდეგ ოკუპაციის მუზეუმები გაიხსნება ასევე: ქარელში, ხაშურში, ერგნეთში, ხურჩასა და ლანჩხუთში.
ოკუპაციის მუზეუმი პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით გაიხსნა და პროექტი საზოგადოებრივმა კავშირმა - მეგობრობის ხიდმა "ქართლოსი" განახორციელა.
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *