14 სექტემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა სპიკერის რანგში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით ჩატარებულ ონლაინ სემინარში, რომელსაც ესწრებოდნენ ახალციხისა და ადიგენის მუნიციპალიტეტების მერიებისა და საკრებულოების თანამშრომლები. სემინარის თემა იყო საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესი.
ნატო ბაჩიაშვილმა ისაუბრა NATO-ს დაარსების ისტორიაზე, საქართველო-NATO-ს ურთიერთობის ქრონოლოგიაზე, თანამშრომლობაზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. საუბარი შეეხო ნატო-ს წევრი ქვეყნების ალიანსში გაწევრიანების მაგალითებსა და საქართველოს ჩართულობას ალიანსის სხვადასხვა პროგრამებსა და პროექტებში.
სემინარს ესწრებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და 60-მდე მერიისა და საკრებულოს წარმომადგენელი. შეხვედრის დასრულებისას ნატო ბაჩიაშვილმა უპასუხა მონაწილეებისათვის საინტერესო კითხვებს.
სემინარი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული პროექტის "დასავლური ინტეგრაციის შესახებ ინფორმირებულობისა და ჩართულობის გაზრდა საქართველოს რეგიონებში" ფარგლებში გაიმართა, რომელსაც საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოსთან ერთად ახორციელებს.
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)