საერთაშორისო პროექტის “საქართველო-უკრაინა - „უსაფრთხოების ბარომეტრი” ფარგლებში 2012 წლის 27 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და უკრაინელი ექსპერტების კვლევის შედეგები საქართველოსა და უკრაინის როგორც საშინაო, ისე საგარეო საფრთხეების შესახებ.
კვლევა მოიცავს 4 ბლოკს - სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოება; ეკონომიკური და ენერგოუსაფროება; ჰუმანიტარული და საინფორმაციო უსაფრთხოება; ეკოლოგიური უსაფრთხოება.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა რეგიონში მიმდინარე რთულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას, განსაკუთრებით, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მომდინარე სამხედრო საფრთხეებს. კვლევაში განხილულია ეკონომიკური ემბარგოსა და სანქციების პოლიტიკა, რასაც რუსეთის ფედერაცია ახორციელებს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოსა და უკრაინის მიმართ.
პროექტს ახორციელებენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშრისო ცენტრი (საქართველო) და უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტი (უკრაინა).
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი BST German Marshall Found.
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *