2012 წლის 16 ივნისს, ბიზნეს ცენტრ "კალასში"გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სამშვიდობო პროექტის "Together" ("ერთად") დახურვის საზეიმო ცერემონია.
პროექტი განხორციელდა ორგანიზაციების "ევროპული ინტეგრაცია" (სომხეთის რესპუბლიკა), "ჰუმანიტარული კვლევების საზოგადოება" (აზერბაიჯანის რესპუბლიკა) და "სახალხო დიპლომატიის ინსტიტუტი"-ს (მთ. ყარაბაღის რეგიონი) მიერ.
პროექტის პარტნიორი საქართველოში "გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი".
პროექტის მხარდამჭერი - ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა.
პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენდა სამშვიდობო პროცესებში კულტურისა და ხელოვნების, შოუ ბიზნესის წარმომადგენლების ჩართვა, რაც შემდგომში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ყარაბაღის კონფლიქტში ჩართულ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის საქმეში.
პროექტის განხორციელების პროცესში მონაწილებმა ერთობლივი ძალისხმევით მომზადეს საერთო ატრიბუტიკა მშვიდობის თემაზე (მუსიკა, ლექსი, ლოგო, სლოგანი, ფოტო და ვიდეო).
პრეზენტაციაზე მოეწყო მშვიდობის თემაზე გადაღებული ფოტოსურათების გამოფენა. პროექტის მონაწილეებს, ატრიბუტიკის ავტორებსა და შემსრულებლებს გადაეცათ სამახსოვრო პრიზები და სიგელები შემდეგ ნომინაციებში: მშვიდობის თემაზე შექმნილი საუკეთესო სლოგანი, ფოტოსურათი, ვიდეოკლიპი, მუსიკა, ლექსი, ლოგოტიპი.
დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს ლეგენდარული ანსამბლ "ივერიის" სოლისტებმა.
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *