27 ნოემბერს პროექტის "NATO -ს წარმატების ისტორია" დასკვნითი შეხევდრა გაიმართა NATO-ს სამეკავშირეო ოფისში. ძალზედ ემოციური და საინტერესო დისკუსია შედგა თავდაცვის ძალების კაპრალ-სპეციალისტ თემო დადიანთან და თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროს ბუბა ლომუაშვილთან.
თემო დადიანი ავღანეთის მისიაში საბრძოლო დავალების შესრულების დროს თვითნაკეთ ნაღმზე აფეთქდა, რის შედეგადაც ორივე ქვედა კიდური დაკარგა. მიუხედავად უმძიმესი ოპერაციებისა, რეაბილიტაციის პროცესის შემდგომ, თემო აქტიურ ცხოვრებას დაუბრუნდა. ის არის ორგზის გინესის რეკორდსმენი აზიდვებში. ის წარმატებით მონაწილეობს საერთაშორისო ტურნირებში ფარიკაობასა და მკლავჭიდში.
სტუდენტებთან შეხვედრაზე სტუმრებმა ისაუბრეს ავღანეთის მისიის მნიშვნელობასა და გამოცდილებაზე; დაჭრილ სამხედროთა რეაბილიტაციის პროცესზე და უახლოეს გეგმებზე ამ მიმართულებით.
დისკუსია გაიმართა გეოპლიტუკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "NATO-ს წარმატების ისტორია" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოში NATO -ს სამეკავშირეო ოფისთან თანამშრომლობით და დაფინანსებულია NATO PDD-ს მიერ.
შეხვედრას ესწრებოდნენ საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის, სამართლისა და პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის სტუდენტები გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საბაუნის და თბილისის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლებიდან. შეხვედრა გაგარძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში.
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *