2012 წლის აპრილიდან 2013 წლის მარტამდე გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი (ICGS) უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტთან (UIPP) ერთად ახორცილებდა პროექტს - - „უსაფრთხოების ბარომეტრი“ - საქართველო-უკრაინის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის რეგიონული გამოწვევების მონიტორინგი და წინასწარი ანალიზი.
კვლევის მიმდინარეობისას გამოქვეყნდა 4 კვარტალური ანგარიში, რომელთა პრეზენტაციებიც გაიმართა თბილისსა და კიევში. კვლევის საბოლოო შედეგები წარმოდგენილ იქნა 2013 წლის 14 მარტს ქ. თბილისში და 2013 წლის 1 აპრილს ქ. კიევში.
პრეზენტაციებზე განხილულ იქნა უსაფრთხოების 4 ბლოკი: სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოება; ეკონომიკური და ენერგოუსაფროება; ჰუმანიტარული და საინფორმაციო უსაფრთხოება; ეკოლოგიური უსაფრთხოება.
კვლევაში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ საფრთხეებს, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდგომ შექმნილ ვითარებას და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს; ასევე, უკრაინის შიდაპოლიტიკურ მდგომარეობას, უკრაინა-რუსეთის ურთიერთობებს, სავაჭრო ომებსა და საგარეო პოლიტიკის სხვა აქტუალურ პრობლემებს.
პროექტის ფინანსური მხარდამჭერი BST German Marshall Found.
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *