ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში NATO-ს შტაბბინასა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებში
2018 წლის 29-30 ნოემბერს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბრიუსელში NATO- სა და ევროკომისიაში გამართულ შეხვედრებში.
საქართველოდან საზოგადოების წარმომადგენელთა ჯგუფი სპეციალური მიწვევით ბრიუსელში - NATO -ს შტაბ-ბინასა და ევროკომისიში მყოფებოდა. ჯგუფს შეხვდნენ NATO -ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი, გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გიოტმიოლერი და სახალხო დიპლომატიის საკითხებში NATO -ს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწე თაჯან ილდემი, NATO-ში აშშ-ს, გერმანიის, საფრანგეთისა და ბულგარეთის დელეგაციების წარმომადგენლები.