2015 წლის 5 იანვარს ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო თავდაცვის მინისტრ მინდია ჯანელიძესა და მის მოადგილეებთან - გოჩა რატიანსა და ლევან ღირსიაშვილთან შეხვედრაში.
2014 წლის 4-19 დეკემბერს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციასთან დაკავშირებით ნატო ბაჩიაშვილმა საქართველოს რეგიონებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების დაკავშირებით ნატო ბაჩიაშვილმა საქართველოს რეგიონებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა.
დისკუსია : „ევროპული უსაფრთხოება“ 2014 წლის 25 სექტემბერს, გაიმართა მორიგი საჯარო დიკუსია თემაზე "ევროპული უსაფრთხოება". შეხვედრა შედგა "ევროპის სახლი"-სა და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ერთობლივი პროექტის ფარგლებში.
ნატო ბაჩიაშვილმა ნატო-ს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის ხელმძღვანელ ფრენკ ბოლანდთან შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრა გაიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში.
ნატო ბაჩიაშვილი თავდაცვის სამინიტროში ნატოს-ს უელსის სამიტზე მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შედეგებზე, სამიტზე მიღებული პაკეტის იმპლემენტაციის შესაძლებლობების შესახებ განხილვას დაესწრო.
ნატო ბაჩიაშვილმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის ხელშეკრულების ამოქმედების შესახებ საინფორმაციო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
2014 წლის 17 ივნისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
2014 წლის 22 მაისს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარემ თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო ლატვიის დედაქალაქ რიგაში გამართულ საჯარო დისკუსიაში: "ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, მოქმედებები და პასუხები" აღმოსავლეთ პარტნიორობა: წარმატებები და გამოწვევები".
2014 წლის 14 მაისს, ევროპის სახლისა და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თანამშრომლობით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე: "ევროკავშირი-რუსეთი-საქართველო". დისკუსია ეძღვნებოდა ევროკავშირის, რუსეთისა და საქართველოს პოლიტიკის მიმოხილვას საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის წინა პერიოდში.
2014 წლის 15 აპრილს ნატოს კვირეულის ფარგლებში გურიის რაიონის პედაგოგები ნატოს სამეკავშირეო ოფისში გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარეს თენგიზ ფხალაძეს შეხვდნენ. შეხვედრაზე ნატო-საქართველოს ურთიერთობებზე, საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
თენგიზ ფხალაძე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის როუზ-როსის რიგით 83-ე სემინარზე სიტყვით გამოვიდა.
სემინარი თბილისში 2013 წლის 29 აპრილიდან 1 მაისამდე მიმდინარეობდა. სემინარის ძირიტადი თემა იყო „სამხრეთ კავკასია: გეოპოლიტიკა, ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია და შიდა გამოწვევები“.
2013 წლის 22-25 აპრილს თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო „უსაფრთხოების სექტორის რეფორმები სამხრეთ კავკასიაში“ პროექტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში სლოვაკეთის რესპუბლიკასა და პოლონეთში.
22-23 აპრილს საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ექსპერტებმა პროექტის ფარგლებში შეხვედრები გამართეს სლოვაკეთის საგარეო და ევროპულ საქმეთა სამინისტროში. პროექტის მონაწილეებმა სლოვაკეთის სახელმწიფო მდივანთან, ელჩ პეტერ ბურიანთან განიხილეს რეგიონში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენები და სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების წინაშე მდგარი გამოწვევები. შეხვედრები შედგა ასევე თავდაცვის სამინისტროსა და უსაფრთხოების და თავდაცვის კვლევების ინსტიტუტში.
საერთაშორისო პროექტის “საქართველო-უკრაინა - „უსაფრთხოების ბარომეტრი” ფარგლებში 2012 წლის 27 ივლისს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართა.
პრესკონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ქართველი და უკრაინელი ექსპერტების კვლევის შედეგები საქართველოსა და უკრაინის როგორც საშინაო, ისე საგარეო საფრთხეების შესახებ.
კვლევა მოიცავს 4 ბლოკს - სამხედრო-პოლიტიკური უსაფრთხოება; ეკონომიკური და ენერგოუსაფროება; ჰუმანიტარული და საინფორმაციო უსაფრთხოება; ეკოლოგიური უსაფრთხოება.
ვიზიტი უკრაინაში
5-8 ივლისი, 2012 წ
2012 წლის 6-7 ივლისს პროექტის "კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილების გაზიარება უკრაინის საგზაო პოლიციის რეფორმირებისათვის" მეორე ეტაპი გაიმართა უკრაინის დედაქალაქ კიევში. პროექტის ამ ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს უკრაინის, საქართველოს, სომხეთის და მოლდოვას შსს-ს და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა. საქართველოს მხრიდან კიევში იმყოფებოდნენ გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის თავმჯდომარე თენგიზ ფხალაძე, ამავე ცენტრის პროექტების კოორდინატორი ნატო ბაჩიაშვილი, საქართველოს შსს საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე ალექსანდერე ბოლქვაძე და შსს ანალიტიკური დეპარტამენტის ანალიზისა და კოორდინაციის განყოფილების უფროსი ვლადიმერ ფიცხელაური.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის პროექტების კოორდინატორი ნატო ბაჩიაშვილი 2012 წლის 20-21 მაისს გამართულ ნატო-ს ჩიკაგოს სამიტს დაესწრო.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრსა (ICGS) და უკრაინის საჯარო პოლიტიკის ინსტიტუტს (UIPP) შორის 2012-13 წლების თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა.
გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშრისო ცენტრის თავმჯდომარემ თენგიზ ფხალაძემ მონაწილეობა მიიღო"ევროკავშირ-აღმოსავლეთ პარტნიორობის" პირველი ფორუმში, რომელიც თბილისში, სასტუმრო "რედისონში" 2012 წლის 22-24 მარტს ჩატარდა. მისი მოდერატორობით გაიმართა სესია: "შეუძლია თუ არა "აღმოსავლეთ პარტნიორობას" დაეხმაროს რეგიონის ქვეყნებს კოფლიქტების მოგვარებაში"?
2011 წლის 13-14 დეკემბერს ბრიუსელში ჩრდილოატლანტიკური ალიანსის შტაბბინაში გაიმართა ნატოს პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლებისათვის სემინარი სახალხო დიპლომატიის თემაზე. სემინარში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბოსნია-ჰერცოგოვინის, უკრაინის, ყირგიზეთის რესპუბლიკის, მაკედონიის, მონტენეგროს, ფინეთის და სერბიის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.
22 ნოემბერს თბილისის მერმა გიგი უგულავამ და გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრმა ხელოვნების სკოლების აღსაზრდელებსა და პედაგოგებს წიგნი "ჩემი უფლებები და მოვალეობები" გააცნეს. აღნიშნული წიგნი 14-18 წლამდე ასაკის სკოლის მოსწავლეებისთვის არის განკუთვნილი და მიზანად ისახავს მოზარდების უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
17 ოქტომბერს ქ. თბილისის 157-ე სკოლაში გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის "ჩემი უფლებები და მოვალეობები" პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს შსს პოლიციის აკადემიის რექტორი ხატია დეკანოიძე.
2011 წლის 16-17 სექტემბერს ლატვიის დედაქალაქ რიგაში რიგით მე-6 ევროპის უსაფრთხოების კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დიდ მნიშვნელობაზე ისიც მეტყველებს, რომ იგი ყოველწლიურად თავს უყრის მსოფლიოს პოლიტიკური, საქმიანი და სამეცნიერო, საექსპერტო წრეების წარმომადგენლებსა და ჟურნალისტებს უსაფრთხოების, თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობების უმნიშვნელოვანეს გამოწვევებზე დისკუსისათვის.
2011 წლის 7-9 სექტემბერს პოლონეთის ქალაქ კრინიცაში გაიმართა რიგით 21-ე ეკონომიკური ფორუმი. ფორუმის მიზანია ევროკავშირსა და მის მეზობელ ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა.
2011 წლის 3 ივნისს ლატვიის დედაქალაქ რიგაში საქართველოსადმი მიძღვნილი საჯარო დისკუსია ჩატარდა თემაზე - "საქართველო 2013 წელს – რეალობა, რეფორმები და მოლოდინი". დისკუსიის ფარგლებში გაიმართა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის წიგნის „რუსეთის საგარეო პოლიტიკის ახალი კონცეფცია საქართველოს მიმართ (2008 წლის ომისშემდგომი პერიოდი)" პრეზენტაცია.
კიდევ სტატიები...
გვერდი 5, სულ 7
ექსკლუზივი
-
თენგიზ ფხალაძე - რეალობა ტესტია როგორც ოპოზიციისათვის, ისე ხელისუფლებისათვის მას შემდეგ რაც ოპოზიციამ...
-
თენგიზ ფხალაძის ჩართვა TRT Word -ის TV შოუში: ბრძოლა მთიანი ყარაბაღისათვის Armenia and Azerbaijan are again on the brink of war. The fighting...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
* * * * * * * * * * * *
(Georgia, Latvia, Ukraine)