2018 წლის 22 მარტს გორის ოკუპაციის მუზეუმს სლოვაკეთის ელჩი რუდოლფ მიხალკა ესტუმრა. მას მასპინძლობა გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრი თავმჯდომარემ ნატო ბაჩიაშვილმა და ორგანიზაცია "მეგობრობის ხიდი ქართლოსი"ს ხელმძღვანელმა მეგი ბიბილურმა გაუწიეს. შეხვედრა ესწრებოდნენ შიდა ქართლის გუბერნატორი - კახა სამხარაძე,, ქალაქ გორის მერი - კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი.
2018 წლის 2 მარტს გორის ოკუპაციის მუზეუმს საქართველოს უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. მათ დაათვალერეს მუზეუმში გამოფენილი 2008 წლის რუსეთის აგრესიის ამსახველი ბანერები. საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორმა, საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა, თენგიზ ფხალაძემ სტუდენტებისთვის წაიკითხა ლექცია: "რუსეთის საგარეო პოლიტიკა მეზობელი ქვეყნების მიმართ".
ნატო ბაჩიაშვილმა მონაწილეობა მიიღო გორში ოკუპაციის მუზეუმის გახსნაში.
ოკუპაციის მუზეუმი 2018 წლის 25 თებერვალს საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, გორის უნივერსიტეტში გახსნა. პროექტის მიზანი რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპაციისა და ფარული ანექსიის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და მათი არაფორმალური განათლების ხელშეწყობაა.
2017 წლის 30 გეოპლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით ნატო-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია თემაზე "NATO - ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის". დისკუსიაში მონაწილეობას იღებდა ტომას პერნიცკი, ჩეხეთის რეპუბლიკის ელჩთან საქართველოში. დისკუსიაზე მოწვეული იყვნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.
29.11.2017
ძალიან საინტერესო შეხვედრა გაიმართა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელთან საქართველოში უილიამ ლაჰიუსთან. შეხვედრის დროს განხილული იყო ალიანსის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, პარტნიორობა ორგანიზაციის შიგნით და პარტნიორ ქვეყნებთან; NATO საქართველოს ურთიერთობები და ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივები.
კიდევ ერთი საინტერესო შეხვედრა ნატო-ს შესახებ. 2017 წლის 22 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO-ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია რუმინეთის ელჩთან საქართველოში რადუ ჰორუმბასთან. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.
2017 წლის 15 ნოემბერს გეოპოლიტიკური კვლევების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით NATO -ს სამეკავშირეო ოფისში გაიმართა დისკუსია საფრანგეთის ელჩთან საქართველოში ბატონ პასკალ მენიესთან. დისკუსიაში მონაწილოებდნენ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის, სულხან საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის და GIPA-ს სტუდენტები.
კიდევ სტატიები...
გვერდი 5, სულ 17
ექსკლუზივი
-
საზოგადეობის წევრების ვიზიტი ბრიუსელში www.facebook.com
-
ნატო ბაჩიაშვილი: ამ სიტუაციაში საქართველოს პოლიტიკა მაქსიმალურად გააზრებული უნდა იყოს საქართველოს მიერ რეფორმების...
-
ნატო ბაჩიაშვილი – ვიცოდეთ ჩვენი უფლებები და მოვალეობები არასრულწლოვანთა სამართლებრივი...
-
სტუმრად რადიო თავისუფლების ეთერში: თენგიზ ფხალაძე (26.09.2013) 26 სექტემბერს რადიო თავისუფლების...
- 1
- 2
- 3
- 4
უახლესი პუბლიკაცია
(Georgia, Latvia, Ukraine)
* * *
* * *
* * *